ნოვოჩერკასკის ალექსანდრე ნეველის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის ალექსანდრე ნეველის ტაძარი
ნოვოჩერკასკის ალექსანდრე ნეველის ტაძარი — რუსეთი
ნოვოჩერკასკის ალექსანდრე ნეველის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°24′28″ ჩ. გ. 40°06′10″ ა. გ. / 47.40778° ჩ. გ. 40.10278° ა. გ. / 47.40778; 40.10278
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ნიკოლაი ანოხინი
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლეკტიკა
თარიღდება 1891-1896

ნოვოჩერკასკის წმინდა მართლმორწმუნე თავადის ალექსანდრე ნეველის ტაძარი (რუს. Церковь Святого благоверного князя Александра Невского) — მართლმადიდებლური ტაძარი ნოვოჩერკასკში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1805 წელს, ამაღლების ტაძრის ჩამოყალიბების შემდეგ, ვორონეჟისა და ჩერკასკის ეპისკოპოსმა არსენმა აკურთხა ადგილი ახალი, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ასაშენებლად. დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეიცვალა ტაძრის მშენებლობის ადგილი, შესრულდა მეორე ადგილის კურთხევა მღვდელ ვასილი რუბაშკინის მიერ. თავდაპირველად ააშენეს ხის ეკლესია არქიტექტორ ლავოპიერის პროექტის მიხედვით. 1810 წლის 29 ივნისს მღვდელმა ალექსეი ორიდოვსკმა ალექსანდრე ნეველის სახელზე აკურთხა ხის ეკლესია.

1822 წელს ეკლესიაში აშენდა პატარა, დიდმოწამე პარასკევას სახელობის სამლოცველო, რომელიც აკურთხა მღვდელმა იაკობ მერხალევმა ამავე წლის 26 ოქტომბერს. 1827 წელს სამხედრო ატამანმა დ. კუტეინიკოვმა წამოაყენა წინადადება ალექსანდრე ნეველის ხის ეკლესიის ადგილზე აეშენებინათ ახალი ქვის ეკლესია. კუტეინიკოვის წინადადებას მხარი დაუჭირეს და შეიქმნა გეგმა და ფინანსური ხარჯები. 1829 წელს აღნიშნული გეგმა მოიწონა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა და გასცა ბრძანება დაწყებულიყო მისი მშენებლობა ამაღლების ტაძრის მშენებლობის დასრულების შემდეგ.

1834 წელს ააშენეს ახალი სამრეკლო. 1835 წელს გადააკეთეს თავად ეკლესია: აშენდა ქვის საძირკველი და მიაშენეს მეორე საკურთხეველი. 1866 წელს ეკლესიის ხის სახურავი შეცვალეს რკინის სახურავით.

ქვის ეკლესიის მშენებლობა გადაიდო. 1889 წელს შეიმუშავეს ქვის ეკლესიის ახალი პროექტი. პროექტი დაამტკიცა ატამანმა, თავადმა ნ. სვიატოპოლკ-მირსკიმ, ხოლო პროექტი აკურთხა მთავარეპისკოპოსმა მაკარმა.

ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1891 წელს. 1893 წელს ეკლესიის შავი სამუშაოები დასრულდა. 1894 წლის ზაფხულში კი მთავარ გუმბათზე დაადგეს ჯვარი.

მარმარილოს კანკელი მამასახლისმა ა. აბრამოვმა საკუთარი ხარჯებით დაუკვეთა მოსკოველ ხელოსანს და გადაიხადა 22 ათ. რუსული რუბლი. კანკელი დააყენეს 1896 წელს.

1897 წლის 19 ოქტომბერს მთავარეპისკოპოსმა ათანასემ მარჯვენა მინაშენი აკურთხა დიდმოწამე პარასკევას სახელზე. 1899 წელს ეკლესია შიგნიდან მოიხატა ზეთის საღებავებით და კედელი დაიფარა ფერმწერ გორდიენკოს მიერ დახატული ფრესკებით.

ახალი, ქვის ეკლესია აგებულია ნეო-ბიზანტიურ სტილში, ნახევარწრიული აფსიდით. ტაძარი იტევს 1 500 ადამიანს.

სამოქალაქო ომის შემდეგ ალექსანდრე ნეველის ეკლესია დაიხურა. მეორე მსოფლიო ომის დროს კვლავ გაიხსნა, ხოლო ხელახლა დაიხურა 1960 წელს. XX საუკუნის 70-იან წლებში ჩაუტარდა „რესტავრაცია“, რათა მასში განეთავსებინათ პლანეტარიუმი.

1990-იან წლებში ეკლესიაში აღსდგა ღვთისმსახურება. 1995 წლის 12 მარტს აშენდა ახალი სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Донская Церковная Старина“, вып. 2-й, 1909 г., стр. 31.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]