ნოვოჩერკასკის ლუთერანული ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის ლუთერანული ეკლესია
ნოვოჩერკასკის ლუთერანული ეკლესია — რუსეთი
ნოვოჩერკასკის ლუთერანული ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°24′57″ ჩ. გ. 40°04′47″ ა. გ. / 47.41583° ჩ. გ. 40.07972° ა. გ. / 47.41583; 40.07972
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100962000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ნიკოლაი როლერი
ხუროთმოძღვრული ტიპი ნეოგოტიკა
თარიღდება 1898

ნოვოჩერკასკის ევანგელისტური ქრისტიან-ბაპტისტური ეკლესია (რუს. Церковь Евангельских Христиан-Баптистов; აგრეთვე ცნობილი როგორც ნოვოჩერკასკის ლუთერანული კირხე რუს. Лютеранская кирха в Новочеркасске) — უდიდესი პროტესტანტური (ბაპტისტური) ეკლესია ქალაქ ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთი. მდებარეობს მიხაილოვკსი ქუჩა N 159-ში. მისი აშენება დასრულდა 1898 წელს. ეკლესიის არქტიექტორია ნიკოლაი როლერი. ეკლესია არის რუსეთის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოვოჩერკასკში, ისევე, როგორც რუსეთის ევროპულ ნაწილში, XVIII საუკუნიდან დაიწყო გერმანელების დასახლება. ყველა მათგანი აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა საქმიანობაში: უმეტესი მათგანი ექიმი იყო, რამდენიმე - არქიტექტორი, ვაჭარი, არმიის ოფიცერი. მათი უმეტსობა პროტესტანტული რელიგიის მიმდევარი იყო, რაც ქმნიდა გარკვეულ სირთულეებს: მათ არ ჰქონდათ ადგილი სადაც გამართავდნენ ღვთისმსახურებას. ეს პრობლემა, რომ გადაეწყვიტათ, ნოვოჩერკასკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ XIX საუკუნის ბოლოს სპეციალურად მათთვის ქალაქის ტერიტორიაზე გამოყო მიწის ნაკვეთი, რათა აეშენებინათ ლუთერანული კირხე. 1898 წელს, არქიტექტორ ნიკოლაი როლერის პროექტით ააშენეს ეკლესია. იგი აგებულია ნეოგოთიკურ სტილში, რომელიც დამახასიათებელია გერმანიისათვის. შენობას თავზე ადგას პატარა კოშკი-სამრეკლო. კირხეს ფასადი შესრულებულია შუა საუკუნეების ტრადიციულ მოტივებზე[2][3].

ოქტომბრის რევოლუციამდე ეკლესია არა მარტო ღვთისმსახურების ადგილი იყო, არამედ იგი წარმოადგენდა ქალაქის უმთავრეს კულტურულ ცენტრს. ტაძარი ხშირად გამოიყენებოდა, როგორც საკონცერტო დარბაზი, სადაც ხშირად იმართებოდა კონცერტები და მუსიკალურ ნომრებს ასრულებდა დონელი კომპოზიტორი ა. მ. ლისტოპადოვი თავის ქოროსთან ერთად[2][3].

1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით ეკლესია დახურეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ვერმახტის ჯარებმა მოახდინეს ნოვოჩერკასკის ოკუპაცია, ეკლესია ხელახლა გახსნეს. ომის დარულების შემდეგ ეკლესია კვლავ დახურეს და იგი გამოიყენებოდა, როგორც საწყობი. 1970-იან წლებში მთლიანად ხარახურით გამოტენეს და მიატოვეს. 1990 წელს ეკლესია გადაეცა ევანგელისტურ ქრისტიანულ-ბაპტისტურ თემს, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ეკუთვნოდა ლუთერანულ თემს. 1992 წელს შენობა შეიტანეს რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის სიაში[1]. 1994 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია ბაპტისტური თემის ხარჯებით და ამის შემდეგ ეკლესიაში აღსდგა ღვთისმსახურებაც[2][3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Памятники истории и культуры (объекты культурного наследия) народов Российской Федерации. old.kulturnoe-nasledie.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-01-17.
  2. 2.0 2.1 2.2 Лютеранская кирха — Новочеркасск.net. novocherkassk.net. ციტირების თარიღი: 2017-01-17.
  3. 3.0 3.1 3.2 Елена Александровна Пугачёва, Алексей Сергеевич Злыгостев. Ergonomic-Data.com , E-Mail webmaster@historic.ru. История архитектуры Нижнего Дона и Приазовья (Кукушин В.С.). rostov-region.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-17.