ნოვოჩერკასკის კაზაკების იუნკერთა სასწავლებლის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის კაზაკების იუნკერთა სასწავლებლის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
ნოვოჩერკასკის კაზაკების იუნკერთა სასწავლებლის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია — რუსეთი
ნოვოჩერკასკის კაზაკების იუნკერთა სასწავლებლის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი დახურული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1898

ნოვოჩერკასკის კაზაკების იუნკერთა სასწავლებლის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (რუს. Церковь Святого Архистратига Михаила в Новочеркасском казачьем юнкерском училище) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ნოვოჩერკასკის კაზაკთა სასწავლებელში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სასწავლებელი არსებობდა 1869 წლიდან 1925 წლამდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოვოჩერკასკის კაზაკების იუნკერთა სასწავლებელი დაარსდა 1869 წელს, რათა მოემზადებინა დონის კაზაკების სამხედრო ნაწილებისათვის ოფიცრები. სასწავლებელს არ ჰქონდა თავისი კარის ეკლესია. ეს საკითხი არაერთხელ დააყენა დაწესებულების ხელმძღვანელობამ. პრაქტიკულად ამ საკითხის გადაწყვეტა დაიწყო მას შემდეგ, რაც უსტ-მედვედიჩკოს გადამდგარმა ურიადნიკმა სტეფანე ნიკიფორეს ძე დრონოვმა ნოვოჩერკასკის სასწავლებელს შესწირა 3 500 რუბლი. ამის შემდეგ სასწავლებლის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა აეშენებინათ სასწავლებლის ეკლესია.

ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1898 წელს. ეკლესია იყო ერთსართულიანი აგურის შენობა, რომლის შიგნით განთავსებული იყო საგუნდო ოთახი და გარეთ სამრეკლო. ეკლესიის ზომები იყო სიგრძე 40 მეტრი, სიგანე - 8,5 მეტრი და სიმაღლე - 6,4 მეტრი.

ეკლესიის კურთხევა შედგა 1898 წლის 24 სექტემბერს. ეკლესიის მთავარი დღესასწაული იყო 21 ნოემბერი - მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღე.

ეკლესიაში იყო მოჩუქურთმებული ცაცხვის მასალისაგან დამზადებული კანკელი. მისი ხატები დახატული იყო ტილოზე. ხატების ნაწილი დახატეს თავად ოფიცრებმა. 1903 წელს უფლის სახე დახატა პოდპოლკოვნიკმა დ. კრაპოტკინმა. იოანე ნათლისმცემელის თავი ნ. კრასნოვიმ. ბიბლია ეკლესიას საჩუქრად გადასცა აქსაის ეპისკოპოსმა იოანემ.

გამოსაჩენ ადგილზე ეკლესიის ფასადზე ჰკიდია ორი მემორიალური დაფა.

ერთ-ერთ დაფაზე დაწერილია რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომში დაღუპული მეომრის, იუნკერთა სკოლის კურსდამთავრებულის გურბანოვისა და რუსეთ-იაპონიის ომის პერიოდში მიღებული ჭრილობისაგან გარდაცვლილი კონსტანტინე კალინინის სახელები.

მეორე დაფაზე დაწერილი იყო ყველა იმ კურსდამთავრებულის სახელი, რომლებიც დაიღუპნენ 1905-1907 წლების ამბების დროს.

1920 წლის 24 მარტს მოხდა სასწავლებლის ევაკუაცია ყირიმში, ხოლო 1925 წელს იგი დაიხურა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кирсанов Е. И. Православный Тихий Дон. М.: Держава, 1997.
  • "Донская церковная старина", ч. 1, стр. 81, г. Новочеркасск, 1906.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]