ნოვოჩერკასკის წმინდა დიმიტრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის წმინდა დიმიტრის ეკლესია
ნოვოჩერკასკის წმინდა დიმიტრის ეკლესია — რუსეთი
ნოვოჩერკასკის წმინდა დიმიტრის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°24′50″ ჩ. გ. 40°04′05″ ა. გ. / 47.41389° ჩ. გ. 40.06806° ა. გ. / 47.41389; 40.06806
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100924000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ივან ვალპრედე
თარიღდება 1857-1859

ნოვოჩერკასკის წმინდა დიმიტრის ეკლესია (რუს. Свято-Димитриевский храм) — მართლმადიდებლური ტაძარი ნოვოჩერკასკში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიაში. ეკლესია აგებულია დიმიტრი თესალონიკელის სახელზე. მდებარეობს სასფლაოზე, სწორედ ამიტომ ეკლესიას მოსახლეობაში ასევე ეწოდება დიმიტრი თესალონიკელის სასაფლაოს ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1810 წლის შემოდგომაზე საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე აკურთხეს ხის ეკლესია, რომელიც ააგეს წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სახელზე. ხის ეკლესია არსებობდა 1861 წლამდე. დონის ატამანის მიხაილ ხომუტოვისა და დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსის იოანეს ინიციატივით 1857 წელს სასაფლაოს ეზოში დაიწყო ქვის ეკლესიის მშენებლობა, რომელმაც შეცვალა ხის ეკლესია. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა დონის კაზაკების ფინანსებით და დასრულდა 1859 წელს. პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი ივან ვალპრედე.

1901 წელს ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო სკოლა, რომელიც დღემდე მოქმედებს. ეკლესიასთან ასევე მოქმედებს პატარა სამლოცველო პირველ მსოფლიო ომში დაღუპული კაზაკების პატივისცემის ნიშნად.

სასაფლაოზე, სადაც მდებარეობს წმინდა დიმიტრის ეკლესია, დაკრძალულია პირველი არჩეული ატამანი ალექსეი კალედინი (საფლავი არ შემონახულა). დონელი ისტორიკოსი ვ. სუხორუკოვი და სხვ. შემონახული სასაფლაოების გარდა გვხვდება გაძარცვული და განადგურებული საფლავებიც[1].

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1920 წლიდან მოყოლებული ეკლესია არ დახურულა და განაგრძობდა მოქმედებას. 1999 წელს ეკლესია აკურთხეს და აშენდა 6 ახალი სამრეკლო, ასევე შერემონტდა ტაძარი და მოაქროვეს ჯვრები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]