შინაარსზე გადასვლა

ნოვოჩერკასკის კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის კონსტანტინესა და ელენეს ტაძარი
Map
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°25′40″ ჩ. გ. 40°04′58″ ა. გ. / 47.42778° ჩ. გ. 40.08278° ა. გ. / 47.42778; 40.08278
რელიგიური წევრობა მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი ვასილი კულიკოვი
ხუროთმოძღვრული სტილი რეტროსპექტივიზმი
თარიღდება 1906-1909
ნოვოჩერკასკის კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია ვიკისაწყობში

ნოვოჩერკასკის კონსტანტინესა და ელენეს ტაძარი (რუს. Церковь Константина и Елены) — მართლმადიდებლური ტაძარი ნოვოჩერკასკში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიაში.

კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია ააგეს 1864 წელს, პოლკის სამლოცველოს ნაცვლად. ტაძარი აკურთხეს 1909 წელს. თავდაპირველი ეკლესია იყო ხის. ძალიან მალე მისი კედლები დალპა და საჭირო გახდა შეცვლა. დაიწყო საჭირო თანხების შეგროვება მრევლში ეკლესიის გასაახლებლად. ახალი ქვის ეკლესიის ასაშენებელი ადგილი აკურთხეს 1906 წლის 5 მარტს[1]. ახალი, ქვის ეკლესიის შენებლობა დაჯდა 15 648 რუბლი[2]. კონსტანტინესა და ელენეს ქვის ეკლესია აკურთხა ვასილი პეტროვმა 1909 წლის 10 მაისს. ეკლესიაში სამი სატრაპეზო იყო: ერთი, ცენტრალური სულიწმინდის სახელობისა, მეორე მარცხენა მხარეს — კონსტანტინესა და მისი დედის, ელენეს სახელობის, ხოლო მარჯვენა — ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის სახელობისა.

1930-იან წლებში ეკლესია დახურეს. 1970-1990 წლებში ეკლესია მოქმედებდა. XX საუკუნის 1990-იანი წლების ბოლოს ეკლესია გაარემონტეს. მასზე აღმართეს მოოქრვილი ჯვარი და აღდგა ღვთისმსახურება.

2007 წელს დაიწყო ეკლესიის სახურავის შეკეთება, გამოიცვალა ხის იატაკი, მოაოქროვეს ღვთისმსახურების ჭურჭელი, აღადგინეს და მოაოქროვეს საკურთხევლის სახარება.

2008 წელს გუმბათის ყელში ჩააყენეს მეტალოპლასტმასის ფანჯრები. ეკლესია გაზიფიცირებულია.

ამჟამად ეკლესიაში მღერის ორი პროფესიონალური ქორო, მუშაობს საკვირაო სკოლა, სამხატვრო სტუდია, რეგულარულად იმართება კულტურული ღონისძიებები, რომელიც ეძღვნება რელიგურ დღესასწაულებს. ასევე სპექტაკლები, საქველმოქმედო ვაჭრობები და კონცერტები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Донские Епархиальные Ведомости", 1906 г., №8, неоф. отд. с. 224
  2. Храм Константина и Елены в г. Новочеркасск