ნოვოჩერკასკის ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოვოჩერკასკის ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკური ეკლესია
Novocherkasskkostel.jpg
ნოვოჩერკასკის ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკური ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°24′57″ ჩ. გ. 40°05′16″ ა. გ. / 47.41583° ჩ. გ. 40.08778° ა. გ. / 47.41583; 40.08778
რელიგიური კუთვნილება კათოლიციზმი
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101068000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ბრონისლავ როგუისკი
თარიღდება 1902-1906

ნოვოჩერკასკის ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკური ეკლესია (რუს. Храм Успения Пресвятой Девы Марии) — კათოლიკური ეკლესია როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოჩერკასკში.

ადმინისტრაციულად განეკუთვნება სარატოვის წმინდა კლიმენტის ეპარქიის როსტოვის დეკანატს, რომელსაც ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი კლიმენტი პიკელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოვოჩერკასკში პირველი კათოლიკური თემი, ჩამოაყალიბეს პოლონელმა ლტოლვილებმა რომლებიც გადმოსახლებულნი იყვნენ დონზე პოლონეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობის შემდეგ XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მრევლის მეორე მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ სომეხი კათოლიკეები, რომლებიც XVIII საუკუნიდან ცხოვროვდნენ ქალაქში.

ტაძრის მშენებლობა 1902 წელს დაიწყო და 1906 წელს არქიტექტორმა ბ. ს. როგუნსკიმ დაასრულა. 1907 წელს ტაძარი აკურთხეს. 1917 წელს ეკლესიის კათოლიკური მრევლი 4 231 ადამიანს შეადგენდა[1].

1929 წელს საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური კამპანიის პერიოდში ტაძარი დახურეს და გამოიყენებოდა, როგორც ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სასადილო. 1937 წელს მასში განათავსეს სპორტული დარბაზი და საცხოვრებელი ოთახები, ასევე საბავშვო ბაგა. მღვდელი, იოან ლანგი, რომელიც ემსახურებოდა მრევლს გააძევეს 1941 წელს და გარდაიცვალა გადასახლებაში 1944 წელს.

1994 წელს ტაძარი გადაეცა კათოლიკე მრევლს, რომელიც ერთი წლით ადრე იყო დარეგისტრირებული.

წინამძღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იაროსლავ ვიშნევსკი (1993)
  • ედვარდ მაცკევიჩი (1993-1996 და 2000-2002)
  • ეჟი კროლიაკი (1996-1998)
  • ტომაშ ვიოსნა (2002-2013)
  • ალექსეი პოლისკო (2013-2014)
  • მაცეი რუსეცკი (2014 - დღემდე)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Католическая энциклопедия, т. 3., М., изд. Францисканцев, 2007, стр. 910, ISBN 978-5-91393-016-3

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Католическая Энциклопедия, стр. 910