ნოვოჩერკასკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის დონის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი http://rostov-30.cerkov.ru/
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1992-2013

ნოვოჩერკასკის დონის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Церковь Михаила Архангела) — მართლმადიდებლური ტაძარი ნოვოჩერკასკში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის ხედი რევოლუციამდე

როდესაც 1891 წელს იაპონიაში მოხდა თავდასხმა რუსეთის ტახტის მემკვიდრე ნიკოლოზ ალექსნდრეს ძეზე, რომელიც ითვლებდა კაზაკთა ჯარების ატამანად, ნოვოჩერკასკელებმა 1893 წლის 29 აპრილს მიმართეს თხოვნით დონისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის ეპისკოპოსს მაკარის, რათა აეშენებინათ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დონის სასწაულმოქმედი ხატის პატივსაცემად, რომელიც წინ უძღოდა დიმიტრი დონელის რაზმს მამაის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეპისკოპოსმა მაკარმა დალოცა ტაძრის მშენებლობა.

იმპერატორმა ალექსანდრე III-მ ნება დართო ტაძრის მშენებლობაზე. დონის ღვთისმშობლის ტაძრის სამრვლო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს მღვდელი პეტრე ზნამენსკი. საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ ცნობილი ნოვოჩერკასკელი მოღვაწეები გენერალ-ლეიტენანტი ვასილი ლიუტენსკოვი, მ. უშაკოვი, პროკურორის თანაშემწე პ. შიშოვი, ვაჭარი ს. ციკუნოვი, გუბერნიის მდივანი ს. რიკოვსკი და სხვ. დოკუმენტები ეკლესიის მშენებლობის შესახებ არ შემორჩენილა. თუ ვიმსჯელებთ შემორჩენილი ფოტოებით, ეს იყო ერთსართულიანი თეთრი ქვით ნაგები, ხუთგუმბათიანი ეკლესია, რომლის არქიტექტორიც იყო სერგეი ბოლდირევი[1].

ეკლესიის კანკელი მოხატა მხატვარმა ე. ჩერეპახინმა, რომელსაც ასევე მიუღია მონაწილეობა ამაღლების ტაძრის მშენებლობაში. 1903 წელს ეკლესია ააშენეს და აკურთხეს დონის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ეკლესია არსებობდა ჯერ კიდევ 1930 წელს. ზუსტი ცნობები მისი განადგურების შესახებ შემონახული არაა[2].

თანამედროვე ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ტაძარი დაარსდა 1992 წელს. მშენებლობა მიმდინარეობდა 10 წლის მანძილზე. ტაძარი ტრადიციულ რუსულ არქიტექტურულ სტილზეა აგებული[3]. მთავარი შესასვლელის თავზე დგას ორიარუსიანი სამრეკლო. ტაძრის ცენტრალურ ნაწლზე დადგმულია გუმბათი[4]. მოჩუქურთმებული კანკელი დმზადებულია ადგილობრივი ხელოსნების მიერ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]