მთვარის შუქი (2016 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მთვარის შუქი

ფილმის ლოგო
Moonlight
ჟანრი დრამა
რეჟისორი ბარი ჯენკინსი
პროდიუსერი ადელ რომანკი
ეფუძნება „მთვარის შუქზე შავი ბიჭები ლურჯად გამოიყურებიან"
როლებში
  • ტრევანტე როდესი
  • ანდრე ჰოლანდი
  • ჯანელ მონა
  • ეშტონ სანდერსი
  • ჟარელ ჯერომი
  • ნაომი ჰარისი
  • მაჰერშალა ალი
კომპოზიტორი ნიკოლას ბრიტელი
სტუდია

A24

Plan B Entertainment
დისტრიბუტორი A24
გამოსვლის თარიღი

2 სექტემბერი, 2016 (ტელურიდი)

21 ოქტომბერი, 2016 (აშშ)
ხანგრძლივობა 111 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 1.5 ან 4 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 65.3 მილიონი აშშ დოლარი

მთვარის შუქი (ინგ. Moonlight) — 2016 წლის დრამატული ფილმი, რომლის ავტორი და რეჟისორია ბარი ჯენკინსი. ფილმი დაფუძნებულია ტარელ ელვინ მაკკრენის გამოუქვეყნებელ ნახევრად ავტობიოგრაფიულ პიესაზე „მთვარის შუქზე შავი ბიჭები ლურჯად გამოიყურებიან“ . ფილმში მონაწილეობენ ტრევანტე როდესი, ანდრე ჰოლანდი, ჯანელ მონაი, აშტონ სანდერსი, ჯჰარელ ჯერომი, ნაომი ჰარისი და მაჰერშალა ალი .

ფილმში წარმოდგენილია მთავარი პერსონაჟის ცხოვრების სამი ეტაპი: მისი ბავშვობა, მოზარდობა და ადრეული ზრდასრულობის პერიოდი. იგი იკვლევს სირთულეებს, რომელსაც აწყდება სექსუალობასა და იდენტურობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ფიზიკურ და ემოციურ შეურაცხყოფას.[1] ფილმი გადაღებულია მაიამიში, ფლორიდაში, 2015 წელს. მთვარის შუქის პრემიერა ტელურიდის კინოფესტივალზე, 2016 წლის 2 სექტემბერს შედგა.

მთვარის შუქი 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მოიხსენიება. [2] [3] [4] [5] ფილმმა მოიპოვა ჯილდოებიც, მათ შორის ოქროს გლობუსის პრემია საუკეთესო დრამისთვის და ოსკარი საუკეთესო სურათისთვის, ალიმ მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის კატეგორიაში და ჯენკინმა და მაკკრენმა საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის. მთვარის შუქი ოსკარებზე სულ რვა ნომინაციით იყო წარდგენილი. ეს გახდა პირველი ფილმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მთლიანად შავკანიანმა სამსახიობო ჯგუფმა და მეორე ყველაზე დაბალ შემოსავალიანი ფილმი, რომელმაც ოსკარი მოიპოვა საუკეთესო სურათისთვის (მეორე ასეთი ფილმი არის ქარიშხლის მბრძანებელი ). [6][7][8] ჯო მაკმილონი გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ნომინირებული იყო ,,ოსკარების" ჯილდოზე მონტაჟისთვის, ხოლო ალი გახდა პირველი მუსლიმი, რომელმაც მოიგო ოსკარი. [9][10]

სამსახიობო ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შირონი ფილმის მთავარი გმირი
    • ტრევანტე როდესი როგორც ზრდასრული შირონი / ,,შავი" (მეტსახელი შეურჩია კევინმა თინეიჯერობის ასაკში)
    • ეშტონ სანდერსი როგორც თინეიჯერი შირონი
    • ალექს ჰიბბერტი, როგორც ბავშვი შირონი / ,,პატარა"
  • კევინი, შირონის უახლოესი მეგობარი
    • ანდრე ჰოლანდი, როგორც მოზრდილი კევინი
    • ჟარელ ჯერომი თინეიჯერი კევინის როლში
    • ჯეიდენ პინერი, როგორც ბავშვი კევინი
  • ნაომი ჰარისი, როგორც პაოლა, შირონის დედა
  • მაჰერშალა ალი, როგორც ხუანი, ნარკორეალიზატორი, რომელიც შირონის მამა ხდება
  • ჯანელ მონე, როგორც ტერეზა, ხუანის მეგობარი გოგონა
  • პატრიკ დეცილი, როგორც ტერელი, სკოლის მოძალადე

ფილმის შექმნის პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Tarell Alvin McCraney at the 2016 Toronto International Film Festival
ტარელ ელვინ მაკკრეინი 2016 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე

2003 წელს ტარელ ალვინ მაკკრენმა დაწერა ნახევრად ავტობიოგრაფიული პიესა „მთვარის შუქზე შავი ბიჭები ლურჯად გამოიყურებიან“, რათა გამკლავებოდა დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს (დედამისი შიდსს ემსხვერპლა). თეატრალური პიესა დაახლოებით ათწლეულის განმავლობაში თაროზე იყო განთავსებული, სანამ მთვარის შუქის საფუძველი გახდებოდა . [11]

2008 წელს სადებიუტო მხატვრული ფილმის „ მელანქოლიის სევდა “ გამოცემის შემდეგ ბარი ჯენკინსმა დაწერა სცენარები, რომლებიც ვერ განავითარა.[12] 2013 წლის იანვარში პროდიუსერმა ადელ რომანსკიმ ჯენკინსს მეორე ფილმის გადაღებისკენ მოუწოდა. [13] ეს ორი თვეში რამდენჯერმე ხვდებოდნენ ერთმანეთს ვიდეოჩათის მეშვეობით და მიზნად დაისახეს ,,კინემატიკური და პირადი" ფილმის შექმნა. ჯენკინსი მაკკრენის პიესას მაიამიში, ბორშტის ხელოვნების კოლექტივის საშუალებით გაეცნო. [14] მაკკრენისთან დისკუსიის შემდეგ, ჯენკინსმა დაწერა ფილმის პირველი პროექტი ბრიუსელში ერთთვიანი ვიზიტის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალური პიესა სამ ნაწილს მოიცავდა, ისინი ძალიან დინამიკურად გადადიოდნენ ერთმანეთში.[15] ამის ნაცვლად, ჯენკინსმა ორიგინალური ნაწარმოების სამი ნაწილი ერთმანეთისგან გამოყო და სამი თავი შექმნა, და პერსონაჟებიდან შირონის ისტორიაზე ფიკუსირდა. [16]

შედეგად შეიქმნა სცენარი, რომელიც ასახავდა ჯენკინსისა და მაკკრენის ხედვის ნაზავს. ხუანის პერსონაჟს საფუძვლად უდევს მაკკრენის ძმის მამა, რომელიც ასევე მაკკრენის ბავშვობის ,,დამცველი" იყო, როგორც ხუანი იყო შირონისთვის. [17] ანალოგიურად, პაულა იყო ჯენკინსისა და მაკკრენის დედების პროტოტიპი, რომლებიც ნარკოტიკზე დამოკიდებულებას ებრძოდა. მაკკრენი და ჯენკინსი ასევე გაიზარდნენ მაიამის თავისუფლების მოედანზე, სადაც ფილმში მთავარი მოქმედებებია. [13]

ჯენკინსი ფილმის დაფინანსებას 2013 წლის განმავლობაში ეძებდა და წარმატება მიაგნო მას შემდეგ, რაც ფილმი ტელურიდის წლის ფესტივალზე Plan B Entertainment- ს ხელმძღვანელებს სცენარი გაუზიარეს. დიდი გარდნერი და ჯერემი კლაინერი ფილმის პროდიუსერები გახდნენ [18] ხოლო A24-მა ფილმის მსოფლიოში გავრცელებაზე აიღო პასუხისმგებლობა.[19]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქროს გლობუსის 74-ე დაჯილდოების ცერემონიალზე მთვარის შუქმა ექვსი ნომინაცია მიიღო, რაც ოქროს გლობუსის ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.[20] ფილმმა მოიგო ოქროს გლობუსის პრემია საუკეთესო ფილმისთვის - დრამა, კიდევ ხუთი ნომინაციით: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი (ალისთვის), საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი (ჰარისისთვის), საუკეთესო სცენარი (ჯენკინსისთვის) და საუკეთესო ორიგინალური მუსიკა (ბრიტელისთვის). [21]

მთვარის შუქმა ბრიტანეთის აკადემიის 70 – ე კინო დაჯილდოებაზე მოიპოვა ოთხი ნომინაცია: საუკეთესო ფილმი, მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი, მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი ქალი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი .[22]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lee, Benjamin (September 3, 2016). „Moonlight review – devastating drama is vital portrait of black gay masculinity in America“. The Guardian. ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: February 28, 2017.
  2. Dargis, Manohla; Scott, A.O. (2017-06-09). „The 25 Best Films of the 21st Century ... So Far“. The New York Times. ციტირების თარიღი: July 8, 2017.
  3. The 100 best films of the 21st century (September 13, 2019). ციტირების თარიღი: November 12, 2019
  4. The 100 Best Movies of the 2010s (July 22, 2019). ციტირების თარიღი: November 12, 2019
  5. The Best Films of the 2010s (November 4, 2019). ციტირების თარიღი: November 12, 2019
  6. France, Lisa Respers. (February 28, 2017) Oscar mistake overshadows historic moment for 'Moonlight'. CNN. ციტირების თარიღი: March 1, 2017
  7. Rose, Steve (2017-02-27). „Don't let that Oscars blunder overshadow Moonlight's monumental achievement“. The Guardian. ციტირების თარიღი: February 27, 2017.
  8. Lincoln, Kevin. „Don't Let the Best Picture Debacle Overshadow Moonlight's Great Win“. Vulture. ციტირების თარიღი: February 28, 2017.
  9. Zak, Dan (February 26, 2017). „Joi McMillon, the first African American woman to be nominated for best editing“. The Washington Post. ციტირების თარიღი: March 1, 2017.
  10. Yan, Holly. (February 27, 2017) Mahershala Ali becomes first Muslim actor to win an Oscar. ციტირების თარიღი: March 1, 2017
  11. Rodriguez, Rene. Miami plays a starring role in the glorious 'Moonlight' (October 21, 2016). ციტირების თარიღი: January 29, 2017.
  12. Kohn, Eric. Barry Jenkins' Moonlight Interview: Journey To Making a Classic (2016-10-19). ციტირების თარიღი: October 30, 2016.
  13. 13.0 13.1 Keegan, Rebecca. To give birth to 'Moonlight,' writer-director Barry Jenkins dug deep into his past. ციტირების თარიღი: October 30, 2016.
  14. Fear, David. 'Moonlight': How an Indie Filmmaker Made the Best Movie of 2016. ციტირების თარიღი: October 30, 2016.
  15. Davidson, Aaron (October 15, 2016). „Tarell Alvin McCraney: The man who lived 'Moonlight'. NBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 1, 2017. ციტირების თარიღი: March 1, 2017.
  16. Stephenson, Will. Barry Jenkins Slow-Cooks His Masterpiece. ციტატა: „A mutual friend in Miami passed along a copy of McCraney's play a few years ago, knowing Jenkins would be interested. When he read it, he thought its tripartite structure offered "a new way of looking at the dynamics of a relationship, of fate and possibility." He'd wanted to make a film in three parts.“ ციტირების თარიღი: October 22, 2016.
  17. Hannah-Jones, Nikole. From Bittersweet Childhoods to 'Moonlight' (January 4, 2017). ციტირების თარიღი: January 29, 2017.
  18. Barry Jenkins' Moonlight Interview: Journey To Making a Classic. IndieWire. ციტირების თარიღი: October 30, 2016.
  19. Jaafar, Ali (August 24, 2015). „A24 Teams With Plan B & Adele Romanski To Produce And Finance Barry Jenkins' 'Moonlight'. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: October 22, 2015.
  20. Golden Globes 2017: The Complete List of Nominations. The Hollywood Reporter (December 12, 2016). ციტირების თარიღი: December 12, 2016.
  21. Lee, Ashley. (January 8, 2017) Golden Globes: 'La La Land' Breaks Record for Most Wins by a Film. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: January 12, 2017.
  22. Ritman, Alex. (January 9, 2017) BAFTA Awards: 'La La Land' Leads Nominations. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: January 10, 2017.