შინაარსზე გადასვლა

წყლის ფორმა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„წყლის ფორმა“
The Shape of Water
ჟანრი სასიყვარულო დრამა, ფენტეზი
რეჟისორი

გილერმო დელ ტორო

მაილს დეილი
პროდიუსერი გილერმო დელ ტორო
როლებში
კომპოზიტორი ალექსანდრ დესპლა
სტუდია

TSG Entertainment

Double Dare You Productions
დისტრიბუტორი Fox Searchlight Pictures
გამოსვლის თარიღი

31 აგვისტო, 2017 (ვენეცია)

1 დეკემბერი, 2017 (აშშ)
ხანგრძლივობა 123 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 19.5- 20 აშშ დოლარი
შემოსავალი 195.3 მილიონი აშშ დოლარი

წყლის ფორმა (ინგ. The Shape of Water) — 2017 წლის ამერიკული რომანტიკული დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია გილერმო დელ ტორო და სცენარის ავტორები დელ ტორო და ვანესა ტეილორი. [1] ფილმში მონაწილეობენ სალი ჰოკინსი, მაიკლ შენონი, რიჩარდ ჯენკინსი, დაგ ჯონსი, მაიკლ შტულბარგი და ოქტავია სპენსერი. ფილმში მოქმედება ბალტიმორში, მერილენდის შტატში ვითარდება 1962 წელს, რომელიც მაღალი უსაფრთხოების სამთავრობო ლაბორატორიის მუნჯი დამლაგებელისა და ჰუმანოიდური ამფიბიური არსების სიყვარულის შესახებაა. გადაღებები შედგა ჰამილტონში, ონტარიო, კანადა, 2016 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე.

წყლის ფორმის პრემიერა შედგა ვენეციის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე 2017 წლის 31 აგვისტოს. [2] კინოფესტივალზე ფილმმა ოქროს ლომი მოიპოვა საუკეთესო ფილმისთვის.[3] ის ასევე აჩვენეს 2017 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.[4]

წყლის ფორმამ კინოკრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა სამსახიობო შესრულებისთვის, ვიზუალური ეფექტებისთვის, სცენარისთვის, რეჟისურისთვის, წარმოების დიზაინისა და მუსიკისთვის. [5] ამერიკის კინოინსტიტუტმა ფილმი წლის 10 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა. [6] ფილმმა მიიღო მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის ცამეტი ნომინაცია ოსკარის 90-ე დაჯილდოებაზე, სადაც მან ჯილდო მოიგო საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მხატვრული გაფორმების და საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის. [7][8] იგი ნომინირებული იყო შვიდ ნომინაციაში ოქროს გლობუსის 75-ე დაჯილდოებაზე, სადაც გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ორიგინალური მუსიკის ნომინაციებში,[9] ფილმს ჰქონდა თორმეტი ნომინაცია ბრიტანეთის 71-ე აკადემიის კინო პრემიაზე, საიდანაც სამში გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორის ჩათვლით.[10] ფილმის ნოველიზაცია დელ ტოროს და დანიელ კრაუსის ავტორობით გამოიცა 2018 წლის 6 მარტს. [11]

სამსახიობო ჯგუფის შერჩევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმ უდარდელში შესრულების გამო, დელ ტორომ სცენარი პირდაპირ სალი ჰოუკინსის მოარგო. მას ეს იდეა 2014 წლის ოქროს გლობუსზე ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის დროს სალის ხილვამ გაუჩინა. [12] [13]

გილესის ნაწილი დელ ტოროსთვის იენ მაკკელენისთვის იყო დაწერილი, რისი ინსპირაციის წყაროც მისი შესრულებები გახდა. როდესაც მაკკელენი მიუწვდომელი აღმოჩნდა, დელ ტორომ ელ.წერილი გაუგზავნა რიჩარდ ჯენკინსს, რომელიც როლზე დასთანხმდა. [14]

მაიკლ შენონი შეირჩა ფილმის ბოროტმოქმედი რიჩარდ სტრიკლენდერის როლის შემსრულებლად. შენონს და დელ ტოროს ადრეული საუბარი ჰქონდათ იმ მოსაზრებაზე, რომ სტრიკლენდი იქნებოდა ფილმის გმირი, 1950-იან წლებში რომ ყოფილიყო გადაღებული.. [15] ოქტავია სპენსერი, ასრულებდა ელისას თანამშრომლის, მეგობრისა და თარჯიმნის, ზელდას როლს.[16]

ძირითადი გადაღებები დაიწყო 2016 წლის 15 აგვისტოს, ტორონტოსა და ჰამილტონში, ონტარიოში, [17] [18][19][20] და დასრულდა 2016 წლის 6 ნოემბერს.

გილერმო დელ ტორო ბევრს ფიქრობდა ფილმი შავ-თეთრად გადაეღო თუ ფერადად. Fox Searchlight Pictures- მა დელ ტოროს 20 მილიონი დოლარი შესთავაზა ფილმის ფერადად გადაღებისთვის, შავ-თეთრისთვის კი 17 მილიონი დოლარი. ერთ-ერთ ინტერვიუში დელ ტორომ აღნიშნა:

ეს იყო გულწრფელად ბრძოლა, რომლის წაგებასაც ველოდი. მე ორი აზრი მქონდა ერთი მხრივ, ვფიქრობდი, რომ შავი და თეთრი მშვენივრად გამოიყურებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ვფიქრობდი, რომ ეს პოსტმოდერნული იყო. კარგია, რომ ფილმმა სამ მილიონზე მეტი მომიტანა. [21] [22]

წყლის ფორმის პრემიერა შედგა 2017 წლის 31 აგვისტოს, ვენეციის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე . [2] იგი ასევე ნაჩვენები იყო ტელურიდის კინოფესტივალზე, 2017 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და ლონდონის კინოფესტივალზე. ფილმი ნიუ იორკის ორ კინოთეატრში გამოვიდა 2017 წლის 1 დეკემბერს, შემდეგ კი კინოთეატრებს სხვა ქალაქებიც დაემატა. ფილმი კინოთეატრების ქსელში შეერთებულ შტატებში ოფიციალურად 2017 წლის 22 დეკემბერს ჩაეშვა.[23]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Shape of Water. British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 19, 2018. ციტირების თარიღი: December 19, 2017
  2. 2.0 2.1 Anderson, Ariston. (July 27, 2017) Venice Competition Includes Films From George Clooney, Guillermo del Toro, Darren Aronofsky. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: July 27, 2017
  3. Staff and agencies (September 9, 2017). „Guillermo del Toro's The Shape of Water wins Venice Golden Lion“. The Guardian. Guardian News and Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 20, 2017. ციტირების თარიღი: September 9, 2017.
  4. Fleming, Mike Jr.. (July 25, 2017) Toronto Film Festival 2017 Unveils Strong Slate. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: July 25, 2017
  5. Kiang, Jessica. (August 31, 2017) Guillermo Del Toro's 'The Shape of Water' Is Sweet & Scary Movie Magic [Venice Review]. The Playlist. ციტირების თარიღი: September 7, 2017
  6. AFI Awards 2017. ციტირების თარიღი: December 8, 2017
  7. Academy Award Winners 2018: The Complete List. Variety (March 4, 2018). ციტირების თარიღი: March 9, 2018
  8. Phillips, Michael (March 5, 2018). „Oscars can still surprise us“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 5, 2018. ციტირების თარიღი: March 5, 2018.
  9. Rubin, Rebecca. (December 11, 2017) Golden Globe Nominations: Complete List. Variety. ციტირების თარიღი: December 11, 2017
  10. The Shape of Water leads Bafta nominations. BBC News (January 9, 2018). ციტირების თარიღი: January 9, 2018
  11. Lussier, Germain. (December 6, 2017) The Shape of Water Novel Does Much, Much More Than Adapt the Movie. io9. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 6, 2018. ციტირების თარიღი: February 23, 2018
  12. Lee, Chris. (November 30, 2017) How Guillermo del Toro Got Drunk at a Golden Globes After-party and Made Sally Hawkins the Star of The Shape of Water. ციტირების თარიღი: July 10, 2018
  13. Beachum, Chris. (December 26, 2017) Guillermo del Toro ('The Shape of Water'): 'A fairy tale for troubled times' [Complete Interview Transcript]. GoldDerby. ციტირების თარიღი: July 10, 2018
  14. Shanley, Patrick. (February 22, 2018) 'Shape of Water' Star Richard Jenkins on Getting Cast Via Email. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: July 10, 2018.
  15. For Michael Shannon, the Clothes Made the Man in The Shape of Water. ციტირების თარიღი: July 10, 2018.
  16. Octavia Spencer ('The Shape of Water'): 'Otherworldly and beautiful' themes are 'very relevant for today' [Complete Interview Transcript]. ციტირების თარიღი: July 10, 2018.
  17. Shape of Water: Guillermo del Toro Begins Production. ციტირების თარიღი: May 17, 2017.
  18. del Toro, Guillermo [RealGDT]. (August 15, 2016) 4 PM in Toronto. Started..
  19. „Guillermo Del Toro's staff plan Hamilton visit to talk film studio locations: mayor“. Canadian Broadcasting Corporation. September 13, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 15, 2017. ციტირების თარიღი: September 16, 2017.
  20. „All the Toronto locations that show up in Guillermo del Toro's The Shape of Water“. Toronto Life Magazine. January 9, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 19, 2018. ციტირების თარიღი: March 4, 2018.
  21. Pond, Steve. (January 23, 2018) 'Guillermo del Toro on How 'The Shape of Water' Was Almost Shot in Black and White. The Wrap. ციტირების თარიღი: 2018-07-10.
  22. Guillermo del Toro originally pitched 'The Shape of Water' in black and white.
  23. McNary, Dave. „Guillermo del Toro's 'Shape of Water' Gets Awards Season Release Date“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 20, 2017. ციტირების თარიღი: April 19, 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წყლის_ფორმა“-დან