დიდი ლებოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დიდი ლებოვსკი“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ჯოელ კოენი
პროდიუსერი ითან კოენი
სცენარის ავტორი ჯოელ კოენი
ტექსტს კითხულობს სემ ელიოტი
როლებში
მუსიკა კარტერ ბერველი
ოპერატორი როჯერ დიკინსი
მონტაჟი
სტუდია
დისტრიბუტორი Gramercy Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 6 მარტი, 1998 (1998-03-06)
ხანგრძლივობა 117 წუთი
ქვეყანა აშშ[1]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 15 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 46.2 მილიონი აშშ დოლარი[2]

დიდი ლებოვსკი (ინგლ. The Big Lebowski) — ჯოელ და ითამ კოენების კრიმინალური კომედიის ჟანრის ფილმი. მასში მთავარ, ჯეფრი ლებოვსკის როლს ასრულებს მსახიობი ჯეფ ბრიჯესი.

ფილმს თავდაპირველად კომერციული წარმატება არ ჰქონია, თუმცა დროთა განმავლობაში საკულტო სტატუსი შეიძინა. 2014 წელს მან კონგრესის ბიბლიოთეკაში ადგილი დაიკავა, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად აღსანიშნავმა“ კინოფილმმა.[3][4] ჯონ ტურტუროს მიერ განსახიერებული პერსონაჟის შესახებ მზადდება ცალკე ფილმი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ვითარდება ლოს-ანჯელესში 1991 წელს. ჯეფ ლებოვსკი საკუთარ თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს. მისი ცხოვრება შემოიფარგლება სასმელითა და ბოულინგის თამაშით. მაგრამ მისი ცხოვრება იცვლება მაშინ, როცა განგსტერებს ის აერევათ მისივე სეხნიაში, მილიონერ ლებოვსკიში. განგსტერები მილიონერი ლებოვსკისგან ითხოვენ ფულს და გაიტაცებენ მის ცოლს. მილიონერი ლებოვსკი კი ავაზაკებთან ურთიერთობას და გამოსასყიდი თანხის გადაცემას ჯეფ ლებოვსკის დაავალებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Big Lebowski. Turner Classic Movies. ციტირების თარიღი: October 19, 2015.
  2. The Big Lebowski. The Numbers. ციტირების თარიღი: 2012-05-24.
  3. 'Big Lebowski,' 'Ferris Bueller' Added to National Film Registry – Rolling Stone. Rolling Stone. ციტირების თარიღი: July 19, 2015.
  4. New Films Added to National Registry | News Releases – Library of Congress (December 17, 2014). ციტირების თარიღი: 2015-10-01.