მწვანე წიგნი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მწვანე წიგნი

ფილმის პოსტერი
ჟანრი ბიოგრაფიული დრამა
დამდგმელი რეჟისორი პიტერ ფარელი
პროდიუსერი ჯიმ ბერკი
ბრაიან ჰეიეზ კარი
პიტერ ფარელი
ნიკ ვალელონგა
ჩარლზ ვესლერი
სცენარის ავტორი ნიკ ვალელონგა
ბრაიან ჰეიეზ კარი
პიტერ ფარელი
როლებში ვიგო მორტენსენი
მაჰერშალა ალი
ლინდა კარდელინი
კომპოზიტორი კრის ბაუერზი
მწარმოებელი კომპანია Participant Media
DreamWorks Pictures
Innisfree Pictures
Cinetic Media
Alibaba Pictures[1]
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი 11 სექტემბერი, 2018 (TIFF)
16 ნოემბერი, 2018 (აშშ)
ხანგრძლივობა 130 წთ.[2]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 23 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 191.2 მილიონი[4]

„მწვანე წიგნი“ (ინგლ. Green Book) — რეჟისორ პიტერ ფარელის 2018 წლის ამერიკული ბიოგრაფიული დრამა. ფილმის მოქმედება ვითარდება 1962 წელს და მოგვითხრობს ცნობილი ჯაზპიანისტის დონ შირლისა და მისი მძღოლის ტონი ლიპის მოგზაურობის რეალურ ისტორიას სამხრეთ აშშ-ში, რომელთა შორის დროთა განმავლობაში მეგობრობა გაჩნდება. მთავარ როლებში მონაწილეობენ: მაჰერშალა ალი, რომელმაც შეასრულა დონ შირლის როლი და ვიგო მორტენსენი, რომელმაც ითამაშა ტონი ლიპის როლი. ფილმისთვის სცენარი დაწერეს პიტერ ფარელიმ, ბრაიან ჰეიეზ კარიმ და ტონი ლიპის შვილმა — ნიკ ვალელონგამ; სცენარი დაფუძნებულია ნიკ ვალელონგას მამისა და შირლის ინტერვიუზე და აგრეთვე მამამისისა და დედამისის წერილებზე.[5] ფილმის სახელწოდება მომდინარეობს ვიქტორ ჰიუგო გრინის მიერ დაწერილ გზამკვლევ „მწვანე წიგნიდან“, რომელიც განკუთვნილი იყო შავკანიანი ავტომობილისტებისათვის და რომელიც აშშ-ში გამოდიოდა 1936-1966 წლებში.

„მწვანე წიგნის“ მსოფლიო პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2018 წლის 11 სექტემბერს, სადაც მოიგო მთავარი ჯილდო „სახალხო არჩევანი“. აშშ-ში ფილმი ორიგინალურ გაქირავებაში გამოვიდა 2018 წლის 16 ნოემბერს, სადაც დისტრიბუცია გაუწია „Universal Pictures“-მა და მსოფლიო მასშტაბით ფილმმა მოაგროვა 144 მილიონი აშშ დოლარი. ფილმმა მიიღო კრიტიკოსების დადებითი შეფასება, მაღალი შეფასება მიიღეს აგრეთვე ვიგო მორტენსენმა და მაჰერშალა ალიმ, თუმცა ისტორიული უზუსტობების გამო ფილმმა რამდენადმე კრიტიკაც დაიმსახურა.

„მწვანე წიგნმა“ მოიპოვა კინოკრიტიკოსების ეროვნული საბჭოს ჯილდო 2018 წლის საუკეთესო ფილმისთვის და ასევე ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ შეყვანილი იქნა 2018 წლის საუკეთესო ფილმთა 10-ეულში. „მწვანე წიგნმა“ მოიპოვა ოსკარი საუკეთესო სურათისთვის და ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის; გარდა ამისა, მსახიობი მაჰერშალა ალი გახდა ოსკარის გამარჯვებული საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში, ხოლო ვიგო მორტენსენი ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი კაცისთვის. „მწვანე წიგნი“ ნომინირებული იყო აგრეთვე ოსკარზე საუკეთესო მონტაჟისთვის და გახდა ოქროს გლობუსის გამარჯვებული კატეგორიაში საუკეთესო მიუზიკლისა ან კომედიისთვის და მოიგო აშშ-ის პროდიუსერების გილდიის ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის.[6]

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
ვიგო მორტენსენი ტონი ლიპი ტონი ლიპი
მაჰერშალა ალი დონ შირლი დონ შირლი
ლინდა კარდელინი დოლორეს ვალელონგა დოლორეს ვალელონგა
დონ სტარკი ჟიულ პოდელი ჟიულ პოდელი
დიმიტერ მარინოვი ოლეგ მალიკოვიჩი ოლეგ მალიკოვიჩი
სებასტიან მანისკალკო ჯონი ვენერე ჯონი ვენერე
პი ჯეი ბირნი პროდიუსერი
ბრაიან სტეპანეკი გრემ კინდელი გრემ კინდელი
იქბალ თება ამიტი ამიტი
ტომ ვირტუ მორგან ანდერსონი მორგან ანდერსონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alibaba Pictures shares rise after striking gold with Green Book’s best picture win at the Oscars“, South China Morning Post, 25 თებერვალი, 2019. წაკითხვის თარიღი: February 26, 2019. 
  2. Green Book. წაკითხვის თარიღი: 14 აგვისტო, 2018.
  3. Tatiana Siegel. (13 ნოემბერი, 2018) Making of 'Green Book': A Farrelly Brother Drops the Grossout Jokes for a Dramatic Road Trip in the 1960s Deep South. წაკითხვის თარიღი: 15 ნოემბერი, 2018.
  4. Green Book (2018). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 6 მარტი, 2019.
  5. Diamond, Anna. The True Story of the ‘Green Book’ Movie.
  6. Mahershala Ali Wins First Golden Globe for 'Green Book'.