ლოურენს არაბი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლოურენს არაბი
რეჟისორი დეივიდ ლინი
პროდიუსერი სემ შპიგელი
სცენარის ავტორი რობერტ ბოლტი
მაიკლ უილსონი
ეფუძნება თ. ე. ლოურენსის „სიბრძნის შვიდი სვეტი“
როლებში ალეკ გინესი
ენტონი ქვინი
ჯეკ ჰოკინსი
ხოსე ფერერი
ენტონი კუეილი
კლოდ რეინსი
ართურ კენედი
Oომარ შარიფი
პიტერ ო’ტული
კომპოზიტორი მორის ჟარი
ოპერატორი ფრედი იანგი
სტუდია Horizon Pictures
დისტრიბუტორი Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი 10 დეკემბერი, 1962
ხანგრძლივობა 227 წუთი
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $15 მილიონი
შემოსავალი $70 მილიონი

ლოურენს არაბი (ინგლ. Lawrence of Arabia) — 1962 წლის ბრიტანული ეპიკური ისტორიული ფილმი, რომელიც ეხება თომას ედვარდ ლოურენსის ცხოვრებას. ფილმის რეჟისორია დეივიდ ლინი, ხოლო პროდიუსერი სემ შპიგელი, რომელიც წარდგა თავისი ბრიტანული კომპანია Horizon Pictures-ით. ფილმს დისტრიბუცია გაუწია Columbia Pictures-მა. ფილმის ვარსკვლავი პიტერ ო’ტული თ. ე. ლოურენსის როლშია, ხოლო ალეკ გინესი პრინც ფეისალ I-ის როლში. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ სხვა ვარსკვლავები: ჯეკ ჰოკინსი, ენტონი ქვინი, ომარ შარიფი, ენტონი კუეილი, კლოდ რეინსი და ართურ კენედი. სცენარი ფილმისთვის დაწერეს რობერტ ბოლტმა და მაიკლ უილსონმა.

ფილმი ბრიტანული წარმოებისაა, დისტრიბუტორია ამერიკა. ასახავს ლოურენსის თავგადასავალს პირველ მსოფლიო ომში, ოსმალეთის იმპერიის ჰიჯაზისა და სირიის პროვინციებში, განსაკუთრებით მის იერიშს აკაბასა და დამასკოზე და მის მონაწილეობას არაბთა ეროვნულ საბჭოშო. მოგვითხრობს ლოურენსის ემოციურ ბრძოლებზე ომში დამახასიათებელ პერსონალურ ძალადობასთან ერთად, საკუთარ იდენტურობასა და მის გაყოფილ თავდადებაზე მშობლიურ ბრიტანეთსა და მის არმიას და არაბეთის უდაბნოს ტომების ახალშეძენილ მეგობრებს შორის.

ლოურენს არაბი 1963 წლის ოსკარის 35-ე დაჯილდოებაზე ნომინირებული იყო 10 ოსკარზე; გაიმარჯვა 7 კატეგორიაში, მათ შორის: საუკეთესო სურათი და საუკეთესო რეჟისორი. აგრეთვე მოიპოვა ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამისთვის და BAFTA ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის და BAFTA ჯილდო ბრიტანული გამორჩეული ფილმისთვის. მორის ჟარის დრამატული მუსიკა და ფრედი იანგის Super Panavision 70-ზე დაფუძნებულმა ოპერატორულმა სამუშაოებმა აგრეთვე დაიმსახურეს მაღალი შეფასება.

საყოველთაოდაა მიჩნეული როგორც ოდესმე შექმნილი ერთ-ერთი დიდებული და მეტად გავლენიანი ფილმი. 1998 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა AFI-ის 100 წელი... 100 კინო რეიტინგში ლოურენს არაბი მე-5 ადგილზე განაწესა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]