ადამიანი, რომელიც არ არსებობდა
„ადამიანი, რომელიც არ არსებობდა“ | |
---|---|
ჟანრი | ნეო-ნუარი |
დამდგმელი რეჟისორი | ძმები კოენები |
პროდიუსერი | ძმები კოენები |
სცენარის ავტორი | ძმები კოენები |
როლებში |
ბილი ბობ თორნტონი ფრენსის მაკდორმანდი |
მუსიკა | კარტერ ბერველი |
ოპერატორი | როჯერ დიკინსი |
მონტაჟი | ძმები კოენები |
სტუდია | Working Title Films, Gramercy Pictures, Good Machine |
დისტრიბუტორი | USA Films |
გამოსვლის თარიღი | 2 ნოემბერი, 2001 |
ხანგრძლივობა | 116 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $20 მილიონი |
შემოსავალი | $18 916 623 |
ადამიანი, რომელიც არ არსებობდა (ინგლ. The Man Who Wasn't There) — ძმები კოენების 2001 წლის შავ-თეთრი ფილმი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის მოქმედება 1940-იანი წლებიდ ჩრდილოეთ კალიფორნიაში მიმდინარეობს. ედ კრეინი არის მოკრძალებული და ჩუმი დალაქი. ის ეჭვობს, რომ ალკოჰოლიკი ცოლი მის ბოსთან ღალატობს. კლეიტონ ტოლივერისგან ის გაიგებს, რომ ახალ გამოგონებაში ინვესტირებთ დიდი ფულის შოვნა არის შესაძლებელი. ედ კრეინი გადაწყვეტს, დიდი ფული ცოლის საყვარელს, დეივს, გამოსძალოს და მას შანტაჟის წერილს გაუგზავნის, რომლითაც 10000 დოლარს სთხოვს. მას იმედი აქვს, რომ ფულსაც იშოვის და თან შურს იძიებს ღალატის გამო. დეივი ვერ ხვდება, რომ წერილი ედ კრეინმა გაუგზავნა, ეჭვი სულ სხვა პირზე აქვს და ედ კრეინს წერილის შესახებ ეტყვის. დეივი მოგვიანებით გაიგებს, რომ ფული ედ კრეინმა მიიღო, დაიბარებს მას, ეტყვის, რომ ყველაფერი იცის და ცემას დაუწყებს, რა დროსაც კრეინი მას მოკლავს. მკვლელობა ედის ცოლს დაბრალდება და მას დააპატიმრებენ. ედი დაიქირავებს ადვოკატს, რიდენშნაიდერს. ადვოკატისა და ცოლის წინაშე ედი მკვლელობას აღიარებს, თუმცა ადვოკატი მას არ უჯერებს, ფიქრობს, რომ ედი ცოლის გადასარჩენად იტყუება. რიდენშნაიდერი დაცვის სტრატეგიას მოიფიქრებს. დორისი, ედის ცოლი, თავს იკლავს. შემდეგ ედი ცდილობს, დაარწმუნოს ბირდი აბუნდასი, მიჰყვეს მუსიკალურ კარიერას. ბირდი მას მადლობის ნიშნად ორალურ სექსს სთავაზობს, ამ დროს კი დაბნეულ ედს ავტოშეჯახება მოუვა. ედს სიკვდილით სჯიან. დასჯის წინ ის საკუთარ ცხოვრებას იხსენებს და არაფერს ნანობს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბილი ბობ თორნტონი - ედ კრეინი
- ფრენსის მაკდორმანდი - დორის კრეინი
- მაიკლ ბადალუჩო - ფრენკ რაფო
- რიჩარდ ჯენკინსი - უოლტერ აბუნდასი
- სკარლეტ იოჰანსონი - ბირდი აბუნდასი
- ჯონ პოლიტო - კლეიტონ ტოლივერი
- ჯონი შალოუბი - ფრედი რიდენშნაიდერი
- ჯეიმზ განდოლფინი - დიდი დეივი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი: ჯოელ კოენი
- BAFTA საუკეთესო ოპერატურისთვის: როჯერ დიკინსი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „The Man Who Wasn't There“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „The Man Who Wasn't There“ — Box Office Mojo-ზე
- „The Man Who Wasn't There“ — Rotten Tomatoes
- „The Man Who Wasn't There“ — Metacritic-ზე
|