არგო (2012 წლის ფილმი)
„არგო“ | |
---|---|
![]() | |
დამდგმელი რეჟისორი | ბენ აფლეკი |
პროდიუსერი | ბენ აფლეკი, ჯორჯ კლუნი, გრანტ ჰესლოვი |
სცენარის ავტორი | კრის ტერიო |
როლებში |
ბენ აფლეკი ბრაიან კრენსტონი |
კომპოზიტორი | ალექსანდრ დესპლა |
ოპერატორი | როდრიგო პრიეტო |
მონტაჟი | უილიამ გოლდენბერგი |
სტუდია | GK Films, Smokehouse Pictures |
დისტრიბუტორი | Warner Bros. |
გამოსვლის თარიღი | 12 ოქტომბერი, 2012 |
ხანგრძლივობა | 120 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური, სპარსული, |
ბიუჯეტი | $44,5 მლნ |
შემოსავალი | $232 325 503 |
არგო (ინგლ. Argo) — ბენ აფლეკის 2012 წლის ოსკაროსანი მხატვრული ფილმი. დაფუძნებულია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიული მუშაკის, ტონი მენდესის წიგნზე. ის ასახავს 1979 წელს ირანში მომხდარ რეალურ ფაქტს: აშშ-ის საელჩოს ექვსი თანამშრომლის ირანიდან გაყვანის საიდუმლო სპეცოპერაციას.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1979 წლის 4 ნოემბერს ირანის რევოლუციის შემდეგ ადგილობრივებმა შტურმით აიღეს აშშ-ს საელჩოს შენობა და მძევლად აიყვანეს 52 ამერიკელი. საელჩოს ექვსი თანამშრომელი ახერხებს გაქცევას. ისინი კანადის ელჩის სახლში აფარებენ თავს. აშშ-ის ხელისუფლება ხვდება, რომ მათი პოვნა და დახვრეტა მხოლოდ დროის საქმეა. მათი საიდუმლოდ გაყვანა დაევალება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიული მუშაკს, ტონი მენდესს. მენდესი უსაფრთხო ევაკუაციის საკუთარ გეგმას შეიმუშავებს. გეგმის თანახმად ექვსმა გაქცეულმა ირანის ხელისუფლება უნდა დაარწმუნოს, რომ ისინი კინოში მოღვაწე პირები არიან და ირანში სათავგადასავლო ფანტასტიკურ ფილმ „არგოს“ იღებენ.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბენ აფლეკი - ტონი მენდესი
- ბრაიან კრენსტონი - ჯეკ ო'დონელი
- ალან არკინი - ლესტერ სიგელი
- ჯონ გუდმენი - ჯონ ჩემბერსი
- ვიქტორ გარბერი - კენ ტეილორი
- ტეიტ დონოვანი - რობერტ ანდერსი
- კლეა დიუვალი - კორა ლიჟეკი
- კრისტოფერ დენჰამი - მარკ ლიჟეკი
- სკუტ მაკნეირი - ჯოი სტეტფორდი
- კერი ბიშე - კეთი სტეტფორდი
- რორი კოკრეინი - ლი შატცი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსკარი
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: კრის ტერიო
- საუკეთესო მონტაჟი: უილიამ გოლდენბერგი
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო დრამა
- საუკეთესო რეჟისორი: ბენ აფლეკი
BAFTA
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისორი: ბენ აფლეკი
სეზარი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- „არგო“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „არგო“ — Allmovie-ზე
- „არგო“ — Rotten Tomatoes
- „არგო“ — Metacritic-ზე
- „არგო“ — Box Office Mojo-ზე
- ფილმები ანბანის მიხედვით
- ამერიკული ფილმები
- ინგლისურენოვანი ფილმები
- სპარსულენოვანი ფილმები
- 2012 წლის ფილმები
- წიგნებზე დაფუძნებული ფილმები
- რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმები
- Warner Bros.-ის ფილმები
- Smoke House Pictures-ის ფილმები
- რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული ფილმები
- BAFTA-ს გამარჯვებულები (ფილმები)
- ამერიკული პოლიტიკური დრამატული ფილმები
- ამერიკული ბიოგრაფიული დრამატული ფილმები