ფორესტ გამპი (ფილმი)
„ფორესტ გამპი“ | |
---|---|
რეჟისორი | რობერტ ზემეკისი |
სცენარისტი | ერიკ როთი |
ნაწარმოები |
ფორესტ გამპი — უინსტონ გრუმი |
როლებში |
ტომ ჰენქსი რობინ რაიტი სალი ფილდი |
კომპოზიტორი | ალან სილვესტრი |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
ხანგრძლივობა | 141 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 55 მილიონი დოლარი |
ფორესტ გამპი — რეჟისორ რობერტ ზემეკისის 1994 წლის ფილმი. იგი ეფუძნება უინსტონ გრუმის ამავე სახელწოდების რომანს და მოგვითხრობს მთავარი გმირის, ფორესტ გამპის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე. ფილმმა არაერთი ჯილდო მიიღო, რაც ფილმზე მთელი მსოფლიოს რეაქციის შედეგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გრუმის მეორე რომანზე დაფუძნებული სცენარიც კი დაიწერა, 2009 წლისათვის ფილმის მეორე ნაწილი არ გადაღებულა.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმი იწყება თავად ფორესტ გამპით, რომელიც 1981 წელს, ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანას მოედანზე, ავტობუსის გაჩერებაზე, სკამზე ზის. ის ავტობუსის მომლოდინე სხვადასხვა ადამიანს თავის ამბავს უყვება.
ბავშვობაში ფორესტს ჰქონდა პრობლემები ხერხემალზე და ექიმმა მას ორთოპედიულ დამხმარე ლითონის კონსტრუქცია დაუმზადა. დაბალი გონებრივი ინტელექტის გამო მას სკოლაში არ იღებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც დედამისმა სკოლის დირექტორთან სექსუალური კონტაქტი დაამყარა, ბიჭი სკოლაში მიიღეს. პირველ დღეს სახლთან სკოლის ავტობუსმა ჩამოიარა. გამპი ავტობუსში ავიდა, თუმცა დასაჯდომ ადგილს ვერ იპოვა, მის გვერდით დაჯდომაზე ყველამ თავი შეიკავა. ამ დროს, ბიჭს უკნიდან ხმა მოესმა, პატარა, ლამაზი გოგონა ჯენი კარენმა მას სკამი შესთავაზა. პატარები ერთმანეთის საუკეთესო მეგობრებად იქცევიან.
ჯენსა და ფორესტს უბნის ხულიგანი ბიჭები არ ასვენებენ და ფორესტი იძულებულია გაიქცეს, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის გამო ნორმალურად ვერ გარბის. ერთხელაც გამპი მოიკრებს ძალებს და ამ გაქცევისას დაამსხვრევს ლითონის კონტრუქციას და ნორმალური ბიჭივით გაიქცევა. ავადმყოფა დამარცხებულია. წლების შემდეგ, კვლავ ხულიგნების გამო მორბენალმა ფორესტმა, ბეისბოლის სათამაშო მოედანზი შეირბინა. ახალგაზრდა ბიჭმა არავის მიაქცია ყურადღება და გარბის. მან იქ მოთამაშე ბეისბოლისტებს გაასწრო, რითაც ყველა აღაფრთოვანა და ბეისბოლისტთა გუნდის წევრად იქცა.
სკოლის შემდეგ ის ჯარში მოხვდა, შემდეგ კი ვიეტნამის ომში, სადაც ბაბა სმითს შეხვდა და დაუმეგობრა. ბაბა სმითი გამპს მუდმივად იმაზე ესაუბრება, ომის დამთავრების შემდეგ თუ როგორ იყიდის გემს და წინაპრებივით კიბორჩხალებზე ინადირებს და გამდიდრდებიან ორივენი ერთად. თუმცა ომში ბაბა დაიღუპა, ფორესტი კი მეთაურის, დენის და სხვა ჯარისკაცების გადარჩენას ახერხებს. ხოლო მას შემდეგ რაც თავად ფორესტიც დაჭრეს, ის არ დაბრუნებულა საბრძოლო ველზე. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მან თავად პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონისგან მიიღო ღირსების მედალი.
ვაშინგტონში სეირნობისას ფორესტი შეხვდა ჯენის, რომელიც ჰიპის გუნდს შეუერთდა და მოგზაურობდა მთელ ქვეყანაში.
ფორესტი ბრუნდება არმიაში და თავის თავში აღმოაჩენს მაგიდის ჩოგბურთისადმი მიდრეკილებას. თავისი ნიჭით ის კომუნისტურ ჩინეთშიც კი მოგზაურობს, სადაც იმარჯვებს სპორტის ამ სახეობის შეჯიბრებში. როგორც ომის ვეტერანი, ის ხვდება რიჩარდ ნიქსონს, აშშ-ს ახალ პრეზიდენტს. მოგვიანებით ფორესტი ძალაუნებურად ხდება უოტერგეიტის სკანდალის თანამონაწილე. ნიუ იორკში გამპი მონაწილეობს ტელეგადაცემაში, ჯონ ლენონთან ერთად. ტელესტუდიიდან გამოსული ის ხვდება ლეიტენანტ დენს, რომელიც ფეხებდაკარგულია და არ უხარია, რომ გამპმა ის გადაარჩინა.
დემობილიზაციის შემდეგ გამპს არმიიდან უშვებენ, სახლში დაბრუნებული ფორესტს სარეკლამო წინადადება ხვდება. მან ერთ-ერთ საჩოგბურთო დაფების დამამზადებებლ ფირმას უნდა გაუწიოს რეკლამა, რაც მას საკმაო შემოსავალს მოუტანს, რათა საკუთარი გემი შეიძინოს. ლეიტენანტი დენი მასთან ერთად გაცურავს. მათ ბადეში არც ერთი კიბორჩხალა არ გაებმება. ერთხელახ ფორესტი და დენი ზღვაში არიან გასული როცა დიდი გრიგალი იწყება, მათი გემი ქარიშხალს გადაურჩა, ხოლო ყველა სხვა გემი ზიანდება, ამის შედეგად ფორესტი ხდება კიბორჩხალის ბიზნესის მონოპოლისტი, რადგან არის ერთადერთი კობორჩხალსაჭერი კომპანია. ამის შემდეგ ფორესტი უფრო მდიდრდება, ხოლო დენი ხდება მისი ბიზნესპარტნიორი.
ფორესტი ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქ გრინბოუში, რადგან მისი დედა კიბოს გამო სიკვდილის პირას არის. დედის გარდაცვალების შემდეგ, ის უფასოდ კრეჭს ბალახს თავისი მეზობლების სახლების წინ.
ერთ დღეს მას ჯენი ეწვევა, რომელიც მასთან ერთად ვნებიან ღამეს ატარებს. მეორე დღეს ის ტოვებს ფორესტს. მაშინ გამპი გადაწყვეტს, მცირე გარბენა მოაწყოს. ეს გარბენა შემდგომ მთელ ქვეყანას მოიცავს და გაგრძელდება 3 წლის განმავლობაში, მისით მთელი ქვეყანა ინტერესდება.
ამით ავტობუსის გაჩერებაზე გამპის მონათხრობი მთავრდება. ის დგება სკამიდან და მიემართება ჯენისთან, რომელმაც სთხოვა, ჩამოსულიყო სავანაში. ჯენი მას პატარა ფორესტს, მის შვილს გააცნობს. გამპი გაოგნებულია, ჯენი კი უხსნის, რომ მას რაღაც უცნაური ვირუსი სჭირს. სამივე ერთად ალაბამას მიაშურებს. ფორესტი და ჯენი ქორწინდებიან. ცოტა ხანში ჯენი კვდება. დენის ცოლი მოჰყავს, მას ახალი, ლითონის ხელოვნური ქვედა კიდურები აქვს.
ფილმის უკანასკნელ სცენაში ფორესტ უფროსს ფორესტ უმცროსი მიჰყავს ავტობუსის გაჩერებასთან, რომელზეც სასკოლო ავტობუსი ჩერდება. ეს სცენა იდენტურია ფილმის იმავე სცენის, რომელშიც, ფილმის დასაწყისში, გამპი თავად ჯდება ავტობუსში და გაიცნობს ჯენის.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსკარი
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისორი: რობერტ ზემეკისი
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ერიკ როთი
- საუკეთესო მსახიობი კაცი: ტომ ჰენქსი
- საუკეთესო მონტაჟი: არტურ შმიდტი
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო რეჟისორი: რობერტ ზემეკისი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ფორესტ გამპი“ — TCM-ის მონაცემთა ბაზაში
- „ფორესტ გამპი“ — Allmovie-ზე
- „ფორესტ გამპი“ — Box Office Mojo-ზე
- „ფორესტ გამპი“ — Rotten Tomatoes
|