ახალგაზრდობა იმარჯვებს
იერსახე
„ახალგაზრდობა იმარჯვებს“ | |
---|---|
ჟანრი | პროპაგანდა |
დამდგმელი რეჟისორი | მიხეილ გელოვანი |
სცენარის ავტორი | გიორგი მდივანი |
როლებში | არკადი ხინთიბიძე, სიკო ფალავანდიშვილი |
ოპერატორი | ალექსანდრე დიღმელოვი |
მხატვარი | ვალერიან სიდამონ-ერისთავი |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 1928 |
ხანგრძლივობა | 75 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ |
ენა | მუნჯი |
ახალგაზრდობა იმარჯვებს — 1928 წლის ქართული ფილმი. 1965 წელს ფილმი აღადგინა, გადაამუშავა და გაახმოვანა რეჟისორმა გ. გუნიამ
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმის მოქმედება 1920-იანი წლების აჭარაში მვითარდება. ფილმი ილაშქრებს აჭარაში გავრცელებული სისხლის აღების დრომოჭმულ წესჩვეულების წინააღმდეგ და მოგვითხრობს ორი მოსისხლე ოჯახის შვილთა ურთიერთობაზე. ბიჭი მეზობლის ქათამს ქვას ესვრის და ფეხს მოსტეხს. ამის გამო ქათმის პატრონის მას გალახავს. მეზობლები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან. კომკავშირლების დახმარებით მოსისხლეთა შერიგება ხერხდება, ჟამგადასული ადათი უკუგდებულია ახალგაზრდობა იმარჯვებს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არკადი ხინთიბიძე — ისმაილი
- თამარ თვალავაძე — აიშე
- ვიქტორ გამყრელიძე — რეჯეთი
- ლევან ხოტივარი — მურთაზი
- სიკო ფალავანდიშვილი — ჯემალი
- ს. ვაჩნაძე — იუსუფი
- კირილე მაჭარაძე — სულეიმანი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მახარაძე ი., „დიადი მუნჯი“, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.