შინაარსზე გადასვლა

იოსებ ხეიფიცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხეიფიცი 1960 წელს

იოსებ ხეიფიცი (რუს. Ио́сиф Ефи́мович Хе́йфиц; დ. 4 დეკემბერი, 1905, მინსკი — გ. 24 მარტი, 1995, სანქტ-პეტერბურგი) — საბჭოთა კინორეჟისორი და კინოდრამატურგი, სსრკ-ის სასახლო არტისტი (1964).

1927 წელს დაამთავრა ლენინგრადის საეკრანო ხელოვნების ტექნიკუმი, ხოლო 1928 წელს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის კინოფაკულტეტი. კინოში მოღვაწეობა დაიწყო 1928 წლიდან. შემდეგ, 1950 წლამდე მუშაობდა რეჟისორ ალექსანდრე ზარხისთან ერთად. მის ფილმებში გადაღებული არიან ქართველი მსახიობები აკაკი ხორავა და მიხეილ გელოვანი.

  • „ქარის პირისპირ“, 1930, ა. ზარხისთან ერთად
  • „შუადღე“, 1931, ა. ზარხისთან ერთად
  • „ცხელი დღეები“, 1935, ა. ზარხისთან ერთად
  • „ბალტიკის დეპუტატი“, 1937, ა. ზარხისთან ერთად
  • „მთავრობის წევრი“, 1940, ა. ზარხისთან ერთად
  • „მას ქვია სუხე-ბატორი“, 1942
  • „მალახოვის ყორღანი“, 1944, ა. ზარხისთან ერთად
  • „იაპონიის განადგურება“, 1946, დოკუმენტური
  • „ბაქოს ჩირაღდნები“, 1950, ა. ზარხისთან ერთად
  • „დიდი ოჯახი“, 1954
  • „რუმიანცევის საქმე“, 1956
  • „ჩემი ძვირფასი ადამიანი“, 1958
  • „მანდილოსანი ფინიით“, 1960
  • „ცუდი კარგი კაცი“, 1973
  • „ერთადერთი“, 1976
  • „შუროჩკა“, 1983

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]