მარია ანა ნოიბურგელი
მარია ანა ნოიბურგელი | |
---|---|
ესპანეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 აგვისტო 1689 |
მმართ. დასასრული: | 1 ნოემბერი 1700 |
წინამორბედი: | მარია ლუიზა დ’ორლეანი |
მემკვიდრე: | მარია ლუიზა სავოიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 ოქტომბერი 1667 |
დაბ. ადგილი: | დიუსელდორფი, საღვთო რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 16 ივლისი 1740 (72 წლის) |
გარდ. ადგილი: | გვადალახარა, ესპანეთი |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: | კარლ II, ესპანეთის მეფე |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ფილიპ ვილჰელმი, კურპფალცის კურფიურსტი |
დედა: | ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარია ანა ნოიბურგელი (გერმ. Maria Anna von der Pfalz; ესპ. Mariana de Neoburgo; დ. 28 ოქტომბერი 1667 — გ. 16 ივლისი 1740) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. კურპფალცის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმის ასული. ესპანეთის დედოფალი 1689-1700 წლებში როგორც კარლ II-ის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ანა დაიბადა კურპფალცის მმართველის ფილიპ ვილჰელმისა და მისი ცოლის ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშატადტელის ოჯახში. იგი მათი მეთორმეტე შვილი იყო.
მან მთელი ბავშვობა ნოიბურგის სასახლეში გაატარა თავის დებთან მარია სოფიასთან, დოროთეა სოფიასა და ჰედვიგია ელიზაბეთთან ერთად. მათ აღზრდაზე ფრაუ ვონ კლაუ ზრუნავდა.
1689 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა ესპანეთის დედოფალი მარია ლუიზა, რომელიც უშვილოდ მოკვდა, მის ქმარს კი მემკვიდრე სჭირდებოდა. კარლ II-მ, რომელიც სერიოზულად იყო ავად როგორც ფსიქიკურად, ისე ფიზიკურად. კარლის დედამ, რეგენტმა დედა-დედოფალმა მარიანა ავსტრიელმა მისთვის ახალი საცოლის ძიება დაიწყო და არჩევანი სწორედ მარია ანა ნოიბურგელზე შეაჩერა. 1689 წლის 18 აგვისტოს სან დიეგოში, ვალიადოლიდის მახლობლად მარია ანა და კარლ II დაქორწინდნენ.
ესპანეთის დედოფალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლისთვის პირველის მსგავსად, მეორე ქორწინებაც წარუმატებელი აღმოჩნდა. კარლს წყალივით სჭირდებოდა მემკვიდრე, თუმცა მას მისი ჩასახვა არ შეეძლო, ვინაიდან იგი იყო უამრავი ფიზიკური და სულიერი დაავადებით დაავადებული და გარდა ამისა, მას მხოლოდ ერთი ატროფირებული სათესლე ჯირკვალი ჰქონდა, რაც მემკვიდრის გაჩენას კიდევ უფრო ართულებდა.
მეფისთვის მემკვიდრის დაბადება აუცილებელი იყო,ხოლო როცა დაინახეს, რომ ეს შეუძლებელი იყო, ესპანეთის სამეფო კარზე ტახტზე ამსვლელთა სამი ბანაკი ჩამოყალიბდა: პრო-ფრანგული, პრო-ავსტრიული და ისეთები ვინც გამარჯვებულს დაუჭერდნენ მხარს. განსაკუთრებით საშიში იყო ავსტრიის ერცჰერცოგი და ამავდროულად საღვთო რომის იმპერატორი ლეოპოლდ I, რომელსაც პრეტენზია როგორც ესპანეთის, ისე ბავარიის (მარია ანას სამშობლო) ტახტზე ჰქონდა. ეს იმიტომ, რომ ლეოპოლდის პირველი ცოლი იყო ესპანეთის მეფის და მარგარიტა ტერეზა, ხოლო მესამე ცოლად ჰყავდა მარია ანას უფროსი და, რაც გარკვეულწილად ორივე სახელმწიფოს ტახტზე აძლევდა პრეტენზიის გამოთქმის უფლებას.
1696 წლიდან, დედა-დედოფალ მარიანა ავსტრიელის გარდაცვალების შემდეგ, 1698 წელს მარია ანას ზეგავლენით დაიდო ჰააგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კარლის უშვილოდ გარდაცვალების შემთხვევაში ესპანეთის მეფე ხდებოდა მარია ანას დის შვილი იოზეფ ფერდინანდი. თუმცა იოზეფი 1699 წელს გარდაიცვალა, რითაც ხელშეკრულება რაღათქმაუნდა გაუქმდა. 1700 წლის დასაწყისში დაიდო ლონდონის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნიდერლანდები თავისუფლდებოდა ესპანური ბატონობისგან, ესპანეთის იტალიიურ სამფლობელოებს ავსტრიას გადასცემდნენ, ხოლო ტერიტორიებს, რომლებზეც ფრანგებს პრეტენზიები ჰქონდათ საფრანგეთს გადაეცემოდა, ავსტრიას კი სავოიაში შეჭრა ან მისი შევიწროვება აეკრძალა.
ეს პირდაპირ ინგლისელებმა შეადგინეს, სადაც არც ესპანეთს და არც ავსტრიას ხელი არ მოუწერია. ხელშეკრულების თანახმად ფრანგებმა ვრცელი ტერიტორიები და ფული მიიღეს, ამან კი ლეოპოლდ I განარისხა, რადგან ხედავდა თუ როგორ ნიავდებოდა მისი შესაძლო სამფლობელოები. მალე მარია ანას ზეგავლენით კარლ II-მ თავის მემკვიდრედ ავსტრიის ერცჰერცოგი დაასახელა.
საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ (რომელიც ასევე კარლ II-ის სიძე იყო) ესპანეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი ხალხი დაიქირავა რათა მემკვიდრედ მისი კანდიდატურაც წამოეჭრათ. კარდინალმა პორტოკარერომ მეფე დაარწმუნდა და კარლმაც თავის მემკვიდრედ ლუი XIV-ისა და მისი დის, მარია ტერეზას შვილიშვილი, ანჟუს ჰერცოგი ფილიპე თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. ეს ყველაფერი ჯერ ბოლომდე დადგენილი არც იყო, რომ 1700 წლის 1 ნოემბერს კარლი გარდაიცვალა. ამიტომ ლეოპოლდსა და ლუის შორის დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისთვის, რომელიც 1714 წელს დასრულდა ლუის გამარჯვებით. მან ესპანეთის მეფედ თავისი შვილიშვილი ფილიპე V დასვა, რომლის შთამომავლებიც დღემდე მართავენ ესპანეთს. ფილიპის ესპანეთში ჩასვლისთანავე მარია ანა ალკაზარის სასახლეში გადასახლდა.
დარჩენილი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1706 წლამდე მარია ანა მშვიდად ცხოვრობდა ქალაქ ტოლედოში, რომელსაც მისი დისშვილის შეიარაღებული ძალები იცავდა. მიუხედავად ამისა ესპანელებმა ქალაქი დაიბრუნეს და მარია ანა ესპანეთიდან გააძევეს. იგი საფრანგეთში გაიქცა, სადაც მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა. 1739 წელს, ხანდაზმული მარია ანა ესპანეთში დაბრუნდა, სადაც გვადალახარაში დაბინავდა და იქვე გარდაიცვალა 1740 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა.
ჰერალდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ანა ნოიბურგელის გერბები:
მარია ანა ნოიბურგელის გერბი დედოფლობისას 1689-1700 წლებში |
მარია ანა ნოიბურგელის გერბი დაქვრივებიდან გარდაცვალებამდე |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Durant, Ariel, Durant, Will (1963). Age of Louis XIV (Story of Civilization). TBS Publishing.
- Callaway, Ewen. "Inbred Royals show traces of natural selection". Nature.com. Nature; International Weekly Journal of Science. Retrieved 9 April 2018.
- Storrs, Christopher (2006). The Resilience of the Spanish Monarchy 1665-1700. OUP Oxford. pp. 6–7.
- Rommelse, Gijs (2011). Ideology and Foreign Policy in Early Modern Europe (1650–1750). Routledge. p. 224.
- García-Escudero López, Ángel, Arruza Echevarría A, Padilla Nieva and R. Puig Giró1, Padilla Nieva, Jaime, Puig Giró, Ramon (2009). "Charles II; from spell to genitourinary pathology". History of Urology. 62 (3): 182.
- Storrs, Christopher (2006). The Resilience of the Spanish Monarchy 1665-1700. OUP Oxford. p. 158.
- Clark: From the Nine Years' War to the War of the Spanish Succession, 393
- Mckay, Derek, Scott, HM (1983). The Rise of the Great Powers 1648 - 1815 (The Modern European State System). Routledge. p. 55.
- Kamen, Henry (2001). Philip V of Spain: The King Who Reigned Twice. Yale University Press. p. 3.
- Hargreaves- Mawdsley, HN (1979). Eighteenth-Century Spain 1700-1788: A Political, Diplomatic and Institutional History. Macmillan. pp. 15–16.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მარია ანა ნოიბურგელი“ ვიკისაწყობში.
- Medal of Maria Anna and Charles II from Collection of Benjamin Weiss
- Festival Book as Political Propaganda: The Long Celebrations for a Marriage in Naples
|
|
|