მარგარიტა ბურგუნდიელი (1250-1308)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარგარიტა ბურგუნდიელი
Jean-Joseph Ansiaux (1754-1840) Margaretha van Bourgondië, gravin van Tonnerre - Godshuis van Tonnerre 20-10-2016 17-46-06.jpg
ნეაპოლის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 ნოემბერი, 1268
მმართ. დასასრული: 7 იანვარი, 1285
წინამორბედი: ბეატრის პროვანსელი
მემკვიდრე: მარია უნგრელი
სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 ნოემბერი, 1268
მმართ. დასასრული: 4 სექტემბერი, 1282
წინამორბედი: ბეატრის პროვანსელი
მემკვიდრე: კონსტანცია სიცილიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1250
გარდ. თარიღი: 4 სექტემბერი, 1308 (58 წლის)
მეუღლე: კარლო I, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე
(ქ. 1268 - გარდ. 1285)
დინასტია: ბურგუნდიული
მამა: ოდო, ნევერის გრაფი
დედა: მოდ დე დამპიერი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარიტა ბურგუნდიელი (ფრანგ. Marguerite de Bourgogne; დ. 1250 ― გ. 4 სექტემბერი, 1308) ― ბურგუნდიული დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის დედოფალი 1268-1285 და სიცილიის დედოფალი 1268-1282 წლებში, როგორც მეფე კარლო I-ის მეორე მეუღლე.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა დაიბადა 1250 წელს. იგი იყო ნევერის გრაფ ოდო ბურგუნდიელისა და მისი მეუღლის, მოდ დე დამპიერის მეორე ქალიშვილი. 1262 წელს მამამისმა მას ტონერის გრაფინიის წოდება მისცა, რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ფლობდა.

დედოფალი მარგარიტა

დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც 1267 წელს ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი ბეატრის პროვანსელი გარდაიცვალა, მისმა ქმარმა, მეფე კარლო I-მა ახალი საცოლის ძიება დაიწყო და არჩევანი მალევე შეაჩერა მარგარიტაზე. ისინი 1268 წლის 18 ნოემბერს დაქორწინდნენ, რითაც იგი ნეაპოლისა და სიცილიის ახალი დედოფალი გახდა. მათ მხოლოდ ერთი საერთო შვილი შეეძინათ: პრინცესა მარგერიტა, რომელიც ჩვილობაშივე დაიღუპა. 1277 წლიდან მარგარიტა ასევე ფლობდა იერუსალიმის ტიტულარული დედოფლის წოდებას. მას შემდეგ, რაც 1282 წელს სიცილიის სამეფო არაგონს გადაეცა, მარგარიტა მხოლოდ ნეაპოლის დედოფალი იყო.

უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1285 წლის 7 იანვარს მარგარიტა დაქვრივდა და ნეაპოლის ტახტი მისმა გერმა, მეფე კარლო II-მ დაიკავა. ამის გამო მან დატოვა ნეაპოლი და ტორენში დაბრუნდა თავის მამულში, სადაც იგი ტრიპოლის გრაფ ბოემონდ VII-ის ქვრივ მარგარიტა დე ბრიენთან და ლათინთა ტიტულარულ იმპერატრიცა ეკატერინე I დე კურტენესთან ერთად ცხოვრობდა. ტორენში ცხოვრებისას სამი ქალბატონი საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა და ძირითად დროს ლოცვაში ატარებდა. მარგარიტამ ასევე დააარსა ფონტენილის ჰოსპიტალი.

1308 წლის 4 სექტემბერს, 58 წლის მარგარიტა ბურგუნდიელი გარდაიცვალა. ვინაიდან მას შვილები არ დარჩენია, მისი საგრაფო მისი დის შვილიშვილს, შალონ-ოქსერის გრაფ ჟან II-ს გადაეცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Previté-Orton, L'Italia nella seconda metà del XIII secolo, in «Storia del mondo medievale», vol. V, 1980, pp. 198–244.