ანანია ერქომაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერქომაიშვილი.
ანანია ერქომაიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 იანვარი, 1891
დაბ. ადგილი გურია
გარდ. თარიღი 31 იანვარი, 1977 (86 წლის)
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი

ანანია ერქომაიშვილი (დ. 3 იანვარი, 1891, მაკვანეთი ― გ. 31 იანვარი, 1977, თბილისი) — ქართველი მომღერალ-მგალობელი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანანია ერქომაიშვილი, ერქომაიშვილთა მომღერალი ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, არტემ ერქომაიშვილის მოწაფე იყო. მისი ხელმძღვანელობით შეისწავლა ანანიამ სიმღერა-გალობის საფუძვლები.

ანანია ერქომაიშვილი 1918 წელს არტემ, ვლადიმერ და გიგო ერქომაიშვილებთან, ასევე გიორგი ბაბილოძესთან ერთად მონაწილეობდა თბილისში გურული სიმღერების ნოტებზე ჩაწერაში. 1936 წლამდე ანანია ერქომაიშვილი არტემ ერქომაიშვილის გუნდის წევრი იყო, ხოლო 1936 წლიდან კირილე პაჭკორიას ინიციატივით ის დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის სოლისტი გახდა. ის მონაწილეობდა 1937 წელს მოსკოვში გამართულ დეკადაზე.

1968 წელს ანანია თბილკვებვაჭრობის ანსამბლ „მეგობრობის" სოლისტი გახდა. 1977 წელს საქართველოს რადიოში ანანია ერქომაიშვილისაგან ჩაწერეს გურული სიმღერების სამივე ხმა. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

ჰქონდა მოქნილი, ფართო დიაპაზონის ხმა, ოსტატურად ასრულებდა ტესიტურისა და ხასიათის მხრივ განსხვავებულ ხმებს ბანი, წვრილი, კრიმანჭული. ანანია ერქომაიშვილს ქართულ ფოლკლორისტიკაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეგეჭკორი ვ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, წიგნი 1—3, თბილისი, 1954—1966;
  • ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 209, თბ., 1979 წელი.