ნიკოლოზ ჯანაშია (პედაგოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯანაშია.
ნიკოლოზ ჯანაშია მოსწავლეებთან ერთად
ნიკოლოზ ჯანაშია მოსწავლეებთან ერთად. სულ ზედა რიგში, კარში, მარცხნივ დგას მისი შვილი, სიმონ ჯანაშია.

ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია (დ. 1872 , სოფ. აძუბჟა, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა — გ. 6 ივნისი, 1918, სოხუმი. დასაფლავებულია სოფელ აძუბჟაში) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, სიმონ ჯანაშიას მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წელს დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა აფხაზეთში, გურიის, სამეგრელოს სკოლებში, დიდი ღვაწლი მიუძღვის სოხუმის სამასწავლებლო სემინარიის დაარსებაში (1915 წ). იყო იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური შეხედულებების მიმდევარი. 1909 წელს მისი აქტიური მონაწილეობით გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ფილიალი. 1910 წელს სათავეში ჩაუდგა ამ საზოგადოების ქართულ სკოლას სოხუმში. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას. სწავლობდა ქართველი ხალხის მატერიალურ და სულიერ კულტურას. დიდი წვლილი შეიტანა აფხაზი ხალხის ყოფისა და რელიგიური რწმენების კვლევაში. ეთნოგრაფიულ წერილებს ბეჭდავდა: „სახალხო გაზეთში“, „მოამბეში“, აკაკის კრებულში, აგრეთვე ჟურნალ „ხრისტიანსკი ვოსტოკში“. თანამშრომლობდა ჰამუდ-ბეის ფსევდონიმით. მის შრომებს მაღალ შეფასებას აძლევდნენ აკადემიკოსები ივანე ჯავახიშვილი, ნიკო მარი და სხვა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „აფხაზები“, ჟურნალი „მოამბე“, 1898, № 9.
  • „აბრსკილი“, ჟურნალი „აკაკის კრებული“, 1898, № 5
  • «Абхазский культ и быт», Отдельный оттиск из Христианского Востока. Том . Выпуск III., Петроград, 1917
  • «Статьи по этнографии Абхазии», Сухуми, 1960

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხუნდაძე ა., ცნობილი ქართველი პედაგოგი ნიკო ჯანაშია, თბ., 1949

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]