ვლადიმერ ერქომაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერქომაიშვილი.
ვლადიმერ ერქომაიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1895
დაბ. ადგილი მაკვანეთი
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 1982
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი
აქტიური 1905-1982

ვლადიმერ (ლადიმე) ერქომაიშვილი (დ. 23 თებერვალი, 1895, მაკვანეთი — გ. 1982) — ქართველი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი. ოჯახის ხელმოკლეობის გამო სწავლა ვერ გააგრძელა. ერქომაიშვილმა ოჯახში, უფროსი და-ძმისგან შეისწავლა გურული სიმღერების სამივე ხმა ოჯახში, დედისგან კი ჩონგურზე დაკვრა ისწავლა. სიმღერა 1905 წლიდან დაიწყო. 1914 წელს ის მამის ანსამბლში ჩაირიცხა. ოცი წლისამ მასწავლებლობა დაიწყო. 1923 წელს მიიწვიეს აჭარის სახელმწიფო კაპელაში მომღერლად და ხალხური სიმღერების მასწავლებლად. მოგვიანებით აჭარის ნავსადგურის მტვირთავი მუშების გურულ-აჭარულ გუნდში გადავიდა, სადაც წლების მანძილზე სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

მოღვაწეობა დაიწყო არტემ ერქომაიშვილის გუნდში. 1937-1950 წლებში ხელმძღვანელობდა მახარაძის რაიონის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლი 1955 წელს, რესპუბლიკურ ფესტივალზე, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა, 1956 წელს კი მეექვსე მსოფლიო ფესტივალის საპატიო სიგელი დაიმსახურა. 1977 წელს ამავე ანსამბლმა ხალხური სიმღერის საკავშირო ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა.

1968 წელს მისი ქალაქ ოზურგეთში დაარსდა სიმღერების შემსწავლელი ოთხწლიანი სკოლა. ის თავად იყო ამ სკოლის პედაგოგი გიორგი სალუქვაძესთან და დომენტი ქარჩავასთან ერთად. სკოლა 1972 წელს დაიხურა. 1979-81 წლებში ვლადიმერ ერქომაიშვილი გურული სიმღერების შემსწავლელი ბავშვთა სტუდიების კონსულტანტი იყო. 1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომე ხელმძღვანელობდა ანსამბლ „ელესას". 1980 წელს თბილისში აღინიშნა მისი 85 წლის იუბილე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეგეჭკორი ვ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, წიგნი 1—3, თბილისი, 1954—1966;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]