მაკედონიის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკედონიის რესპუბლიკის დროშა

Flag of Macedonia.svg

მიღებულია

5 ოქტომბერი, 1995

პროპორცია

FIAV 111111.svg 1:2

წინა დროშები

Flag of the Republic of Macedonia 1992-1995.svg
მაკედონიის დროშა 11 ივლისი, 19925 ოქტომბერი, 1995

პროპორცია

FIAV 111111.svg 1:2

Flag of the Socialist Republic of Macedonia.svg
მაკედონიის დროშა 15 აპრილი, 199111 ივლისი, 1992

მაკედონიის დროშამაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად. დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის მეწამულ ველს, რომელზეც გამოსახულია ყვითელი მზე რვა სხივით. იგი არის „თავისუფლების ახალი მზე“ (მაკედ. ново сонце на слободата; ეს სიტყვები გამოყენებულია რესპუბლიკის ეროვნულ ჰიმნში). დროშა მიიღეს 1995 წლის 5 ოქტომბერს.

დროშის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლამდე ქვეყანა იყენებდა მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის დროშას, რომელიც 1946 წელს მიიღეს. აღნიშნული დროშა წარმოადგენდა მეწამულ ველს მარცხენა ზედა კუთხეში ყვითელკონტურიანი ვარსკვლავით. 1992 წელს მიიღეს დროშა, რომელიც ასევე მეწამულ ველს წარმოადგენდა ცენტრში გამოსახული „ვერგინის ვარსკვლავით“. ამ დროშის მიღებამ გამოიწვია საბერძნეთის პროტესტი, რადგან ძველი მაკედონური საფლავი, რომელზეც გამოსახული იყო აღნიშნული ვარსკვლავი აღმოაჩინეს საბერძნეთის ტერიორიაზე. 1995 წელს ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა დროშა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]