დავით აღმაშენებელი (რომანი)
დავით აღმაშენებელი | |
---|---|
![]() | |
ავტორი | კონსტანტინე გამსახურდია |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ქართული |
ჟანრი | ისტორიული რომანი |
გვერდი | 2000 |
დავით აღმაშენებელი — კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი, ტეტრალოგია ქართველ მეფე დავით IV აღმაშენებელზე.
ეს რომანი ეძღვნება ქართველ მეფესა და მის პირად ცხოვრებას. დავითი თავის უახლოეს მეგობრებთან ერთად იღვწის ქვეყნის გაძლიერებისთვის, მაგრამ ეს ყოველივე დიდ ხარკს მოითხოვს, რადგან უნდა შესწირონ მამულს ყველაფერი, თავიანთი პირადი ცხოვრება და სიცოცხლე.
ისტორიული პირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნაწარმოები ისტორიულ ჟანრშია შექმნილი. რომანის პერსონაჟთა დიდი ნაწილი ნამდვილი ისტორიული პირები არიან:
- დავით IV — საქართველოს მეფე
- გიორგი II — საქართველოს მეფე, დავითის მამა
- დემეტრე I — საქართველოს მეფე, დავითის უფროსი ვაჟი
- ელენე დედოფალი — საქართველოს დედოფალი, დავითის დედა
- გიორგი ჭყონდიდელი — დავითის აღმზრდელი, მწიგნობართუხუცესი
- ლიპარიტ IV ბაღუაშ-ორბელიანი — კლდეკარის ერისთავი
- რუსუდან დედოფალი — საქართველოს დედოფალი, დავითის პირველი მეუღლე
- მალიქ-შაჰი — თურქთა სულთანი
- მარიამ დედოფალი — ბიზანტიის დედოფალი, დავითის მამიდა, ბაგრატ IV-ის ასული
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კონსტანტინე გამსახურდია, «დავით აღმაშენებელი» ტეტრალოგია. 8 ტომი, თბილისი, 2011წ. [ISSN 1512-1178], ISBN 978-9941-19-162-6
|