ეპოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გილგამეშის ეპოსის ფრაგმენტი

ეპოსი (ბერძნ. epos — სიტყვა, თხრობა) — სინამდვილის ასახვა თხრობითი გზით, ავტორი უმეტესწილად არ ფიგურირებს. ადამიანისა და მისი ცხოვრების ასახვის ტიპის ეპოსი იყო პროზაულ და პოეტურ ფორმებად: დიდი, საშუალო და მცირე. დასავლეთის კულტურაში ეპოსის უძველესი და უთვალსაჩინოესი ნიმუშებია ილიადა, ოდისეა და ნიბელუნგენიადა, ხოლო აღმოსავლეთში — მაჰაბჰარატა, რამაიანა და შაჰნამე.

ეპოსის ჟანრებია: ეპოპეა, სიმღერა (ხალხური ეპოსი), მოთხრობა, რომანი, პოემა, ბალადა, ნოველა, იგავ-არაკი, ეტიუდი, ესე.

მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრები: მემუარი, დღიური, ავტობიოგრაფია, ბიოგრაფია, მოგზაურობა, ნარკვევი, საგმირო ეპოსი.

ზეპირი ეპოსი და მსოფლიო ხალხთა ეპოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეპიკური ნაწარმოებები დაკავშირებულია წერა-კითხვამდელ საზოგადოებებთან და ზეპირ პოეტურ ტრადიციებთან. ამ ტრადიციებში პოეზია გადაეცემა მსმენელებსა და ერთი შემსრულებლიდან მეორეს წმინდა ზეპირი ფორმით. მსოფლიო ხალხურ ეპოსს განეკუთვნება ნაწარმოებები, რომელიც ლიტერატურულ შედევრებს არ წარმოადგენენ, თუმცა მსოფლიო ხალხთა კულტურის შემადგენელი ნაწილია. ისინი თავდაპირველად ზეპირ ლიტერატურას წარმოადგენდნენ, ხოლო მოგვიანებით კი ჩაიწერა ერთი ან რამდენიმე ავტორის მიერ.

ეპოსი მწიგნობარ საზოგადოებებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწიგნობარ საზოგადოებაში ხშირად იყენებდნენ ეპოსის ფორმატს და ადრეული დღემდე მოღწეული ევროპული მაგალითია ვერგილიუსის „ენეიდა“, რომელშიც ჰომეროსის თხრობის სტილია განმეორებული. აღმოსავლეთში დაწერილი ეპოსის კარგი მაგალითია ფირდოუსის „შაჰნამე“, სპარსეთში.

მნიშვნელოვანი ეპიკური პოემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მე-10 საუკუნე:
  • ფირდოუსის შაჰნამე
  • ბჰაგავატა პურანა (სანსკრიტი „უფლის ნაამბობი“)
  • მე-11 საუკუნე:
  • დიგენის აკრიტას (ბიზანტიური ეპიკური პოემა)
  • როლანდის სიმღერა
  • მეფე გესარის ეპოსი (ტიბეტი, მე-11 საუკუნეში დაიწერა ადრეული წყაროებიდან)
  • მე-12 საუკუნე: შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი
  • მე-13 საუკუნე: ნიბელუნგენლიდი (გერმანიკული მითოლოგია)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]