ეპისტოლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ეპისტოლე (ლათინური „epistula“, ბერძნული „epistolé“, ქართული „გაგზავნილი რამ“) — წერილი სხვადასხვა შინაარსის.

ძველად ეწოდებოდა გამოსაქვეყნებლად განკუთვნილ სხვადასხვა შინაარსის წერილს. მას განსაკუთრებული ყურადღებით ამზადებდნენ. ამ მიზეზით, რადგან გამოსაქვეყნებლად იყო გამიზნული, ეპისტოლეები ეწოდა ახალ აღთქმაში შემავალ კათოლიკე და პავლეს წერილებს. ვატიკანის II კრებამდელ წირვაში ეპისტოლედ იწოდებოდა სახარების წინ შესრულებული საკითხავი, რადგანაც ამ დროს ხშირად ახალი აღთქმის ეპისტოლეთა ნაწყვეტებს კითხულობდნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]