აკაპულკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
აკაპულკო
Acapulco de Juárez

აკაპულკოს სანაპირო
გერბი

ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შტატი გერერო
კოორდინატები 16°51′49″ ჩ. გ. 99°52′57″ დ. გ. / 16.86361° ჩ. გ. 99.88250° დ. გ. / 16.86361; -99.88250
დაარსდა 1520
ფართობი 1,880.60 კმ²
ცენტრის სიმაღლე 30
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 717,766 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
სატელეფონო კოდი 744
საფოსტო ინდექსი 39300–39937
ოფიციალური საიტი acapulco.gob.mx
აკაპულკო — მექსიკა
აკაპულკო

აკაპულკო (Acapulco, ოფიც.: Acapulco de Juárez, აკაპულკო დე ხუარესი) — ქალაქი და მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე, გერეროს შტატში, 300 კმ-ში მეხიკოს სამხრეთ-დასავლეთით. ქალაქი გაშენებულია ღრმა, ნახევრად მორკალული ყურის ირგვლივ. 2005 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა 616 394 ადამიანს შეადგენდა. სახელწოდება „აკაპულკო“ მომდინარეობს ნაუატლის ენიდან და ნიშნავს „დიდი სელის ადგილს“.

აკაპულკოს ტერიტორია ევროპელთათვის ესპანელმა ერნან კორტესმა აღმოაჩინა 1531 წელს. 1550 წელს აქ პირველი დასახლება გაჩნდა. ესპანური კოლონიური პერიოდის დროს აკაპულკო უმნიშვნელოვანესი პორტი იყო გემებისთვის, რომლებიც აბრეშუმსა და სანელებლებს ატარებდნენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებიდან. 256 წლის განმავლობაში, ყოველწლიური სავაჭრო ვოიაჟი, ცნობილი როგორც მანილას გალეონი, იწყებდა მოგზაურობას აკაპულკოდან ფილიპინებისკენ, რაც საბოლოოდ შეწყდა მექსიკის დამოუკიდებლობისთვის ომის გამო. მოგვიანებით აკაპულკო მნიშვნელოვანი საზღვაო კურორტი და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრი გახდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]