შინაარსზე გადასვლა

ლარნაკის წმინდა ლაზარეს ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა ლაზარეს ეკლესია
ბერძ. Ιερός Ναός Αγίου Λαζάρου
ლარნაკის წმინდა ლაზარეს ეკლესია — კვიპროსი
ლარნაკის წმინდა ლაზარეს ეკლესია
Shown within კვიპროსი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 34°54′42″N 33°38′05″E / 34.911546° ჩ. გ. 33.634807° ა. გ. / 34.911546; 33.634807
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
ადგილმდებარეობა ლარნაკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბიზანტიური არქიტექტურა, გოთური არქიტექტურა, ბაროკო, როკოკო
თარიღდება 898
დეტალები

ლარნაკის წმინდა ლაზარეს ეკლესია. (ბერძნ. Ιερός Ναός Αγίου Λαζάρου) — IX საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ლარნაკაში. შედის კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის კიტიანის მიტროპოლიის იურისდიქციაში.[1]

ეკლესია ბეთანიელი მართალი ლაზარეს სახელს ატარებს, რომელიც, სახარების თანახმად, იესო ქრისტემ  მკვდრეთით აღადგინა. ქრისტეს აღდგომის შემდეგ ლაზარეს დევნიდნენ, ამიტომ გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა იუდეა და 33 წელს გადასულიყო კვიპროსზე, სადაც მალე მოციქულების პავლეს და ბარაბას თაოსნობით 45 წელს  კიტიონის (ქალაქ ლარნაკას ძველი სახელწოდება) პირველი ეპისკოპოსად დაინიშნა. აღდგომის შემდეგ მან კიდევ ოცდაათი წელი იცოცხლა, შემდეგ კი მეორედ გარდაიცვალა კვიპროსზე 63 წელს. მის საფლავზე აშენდა წმინდა ლაზარეს ეკლესია.[2]

ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ მისი სიწმინდეების ნაწილი კონსტანტინოპოლიდან მარსელში გადაასვენეს. ამ მოვლენამდე  კონსტანტინოპოლს მისი სიწმინდეების მხოლოდ ნაწილი გადასცეს, თავი კი კვიპროსზე დარჩა. ასე გაჩნდა ლეგენდა, რომლის მიხედვით წმინდა ლაზარე ბეთანიელმა იქადაგა საფრანგეთში, გახდა მარსელის ეპისკოპოსი და დაკრძალეს ოტენის მომავალი წმინდა ლაზარეს ტაძრის ადგილას.[3]

გადმოცემის თანახმად, ლაზარეს საფლავი დაიკარგა არაბთა ბატონობის პერიოდში VII საუკუნის შუა ხანებში. 890 წელს ლარნაკაში აღმოაჩინეს საფლავი წარწერით "ლაზარე ოთხდღიანი, ქრისტეს მეგობარი". იმპერატორ ლეო VI-ის ბრძანებულებით ლაზარეს ნეშტი 898 წელს გადაასვენეს კონსტანტინოპოლში, სადაც დაასვენეს მართალი ლაზარეს ტაძარში. სიწმინდეების გადმოსვენება მალე მართლმადიდებლურ დღესასწაულად იქცა, რომელიც აღინიშნება 17 (30 ოქტომბერს).

წმინდა ლაზარეს საფლავი წმინდა ლაზარეს ეკლესიაში

IX საუკუნის ბოლოს — X საუკუნის დასაწყისში ლარნაკაში ლაზარეს საფლავზე წმინდა ლაზარეს ეკლესია ააგეს. ეს არის კვიპროსზე შემორჩენილი სამი ბიზანტიური ეკლესიიდან ერთ-ერთი. ტაძარს წაგრძელებული სწორკუთხა ფორმა აქვს ფასადზე სამმხრივი აფსიდით. ტაძარი დაგვირგვინებული  იყო სამი გუმბათით და  სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს სამრეკლოთი.[4]

წმინდა ლაზარეს ეკლესიის კანკელი

მე-13-დან მე-16 საუკუნემდე, კუნძულზე ლუზინიანების და ვენეციელთა დინასტიის მმართველობის დროს, ტაძარი რომის კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნოდა. სამხრეთის მხრიდან მასზე გოთური სტილის მასიური პორტიკი მიაშენეს. ოსმალეთის მმართველობის პირველ წლებში (1571 წ.) ეკლესია მეჩეთად იქცა. სამი გუმბათი სამრეკლოთი დაინგრა. 1589 წელს თურქებმა ის მიჰყიდეს მართლმადიდებლურ ეკლესიას და მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც მართლმადიდებლური, ასევე კათოლიკური მსახურებისთვის. 1857 წელს, კუნძულზე ოსმალეთის მმართველობის დასრულების შემდეგ, ტაძრის მახლობლად სამრეკლოს ხელახალი აშენების ნებართვა გაიცა.

ეკლესიის უნიკალური ბაროკოს კანკელი გაკეთდა 1773—1782 წლებში. მალე 1970 წლის ხანძრის დროს ტაძრის მოხატული და მოოქროვილი ინტერიერი ძლიერ დაზიანდა. 1972 წლის ნოემბერში ტაძრის განახლების დროს საკურთხევლის ქვეშ აღმოაჩინეს მარმარილოს სარკოფაგი ადამიანის ნაშთებით, რომლებიც წმინდა ლაზარეს ნეშტის ნაწილებად იქნა მიჩნეული. როგორც ჩანს, ლაზარეს ნეშტი მთლიანად არ იყო   კონსტანტინოპოლში გადატანილი.

აღდგომამდე რვა დღით ადრე, ლაზარეს შაბათს, წმინდანის ხატი სადღესასწაულო მსვლელობისას ლარნაკას ქუჩებში გამოაქვთ.[5]

  • Софрониос Р. Михаелидес // «Святой Лазарь, Друг Христов и первый Епископ Китийский (История Его Храма в Ларнаке)», г. Ларнака, Кипр, 1999 г. (რუს.)
  1. Ларнака. Храм святого Лазаря. (რუს.)
  2. Michaelides, M.G. "Saint Lazarus, The Friend Of Christ And First Bishop Of Kition", Larnaca, Cyprus, 1984. Reprinted by Fr. Demetrios Serfes at St. Lazarus The Friend Of Christ And First Bishop Of Kition, Cyprus Archived 2009-09-22 at the Wayback Machine
  3. St. Lazarus of Bethany // Catholic Encyclopedia. — New York: Robert Appleton Company, 1913.
  4. THE WORSHIP OF SAINT LAZARUS IN THE WEST AND RELATED TRADITIONS დაარქივებულია12 თებერვალი 2015 Wayback Machine
  5. Dubin, Marc and Damien Morris (2002). Cyprus: The Rough Guide (4th ed.). Published by Rough Guides. ISBN 978-1-85828-863-5.