ფინიკიელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფინიკიის რუკა და სავაჭრო მარშრუტები.

ფინიკიელები — უძველესი ერი, ფინიკიის მკვიდრები, ცხოვრობდნენ ლევანტის (ლიბანის) სანაპირო ზოლსა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

ფინიკიელები ცხოვრობდნენ კარგი ნავსაყუდელებით გამორჩეულ და ერთმანეთთან ჯაჭვივით გადაბმულ დამოუკიდებელ ქალაქებში, დღევანდელი ლიბანის სანაპიროზე. ისინი ძველი მსოფლიოს საუკეთესო ზღვაოსნები, მოგზაური ვაჭრები იყვნენ. როგორც ზოგადად ქანაანელებს სჩვეოდათ, არ იზიდავდათ მიწათმოქმედება, ისინი უპირატესობას ზღვაოსნობას, ხელოსნობასა და ვაჭრობას ანიჭებდნენ.

ვაჭრობა და ხელოსნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინიკიელები მთელ მსოფლიოში ვაჭრობდნენ. იძენდნენ ჩინეთიდან და ინდოეთიდან დასავლეთში შეტანილ ძვირფას საქონელს. შემდეგ საქონელი ზღვით გაჰქონდათ ეგვიპტეში, საბერძნეთში, იტალიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ფინიკიელები ვაჭრობის წყალობით გამდიდრდნენ და გაძლიერდნენ. მათ საკუთარი თვალით ნახეს მინოსელებისა და მიკენელების აღზევება და დაცემა, ხელს უწყობდნენ საბერძნეთს, შემდეგ კი რომის გაძლიერებას. ფინიკიელები ხელმარჯვე ოსტატებიც იყვნენ. ისინი ამზადებდნენ მინის ნაკეთობებს, ლითონის ნივთებს, სამკაულებსა და სამოსს. მათი გამოგონებაა, ასევე, მინის ბერვა. ტვიროსის ნავსადგური განთქმული იყო ძოწისფერი საღებავით, რომელიც ბერძნებისა და რომაელების შეფასებით, მაღალი ხარისხის იყო.

ფინიკიური ნავსადგური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევანტში ფინიკიელთა ნავსადგურები იყო უგარიტი, სიდონი, ბიბლოსი და ბერიტუსი (ბეირუთი). მთავარი ნავსადგური იყო ტვიროსი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, 4750 წლის წინათ დაარსდა. ამ ქალაქს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელთან. ტვიროსის მეფე აჰირამი ამარაგებდა მეფე სოლომონს იერუსალიმში სოლომონის ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო ლიბანური კედრითა და ხელოსნებით. კვიპროსიდან ფინიკიელებმა თანდათანობით გადაინაცვლეს დასავლეთისკენ და ხმელთაშუა ზღვისპირეთის გარშემო მრავალი კოლონია დააარსეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კოლონია, კართაგენი, რომელიც მდებარეობდა ჩრდილოეთ აფრიკაში, დიდ ქალაქად იქცა. დანარჩენი კოლონიები წამოიქმნა ესპანეთში, მალტაზე, სიცილიაზე, მაროკოსა და სარდინიაზე. მოგვიანებით, ფინიკიელებმა დაიპყრეს კადისი, ტანჟერი და დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე გახსნეს სავაჭრო ბაზები. საბოლოოდ, მათი სამშობლო დაახლოებით ძვ. წ. 570 წელს დაიპყრეს ბაბილონელებმა. ამის შემდეგ კოლონიებმა კვლავ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, მათ შორის უმთავრესი პორტი კართაგენი იყო.

შორეული მოგზაურობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. VI საუკუნეში ეგვიპტემ აფრიკის გარშემო სამოგზაუროდ დაიქირავა ფინიკიელი მეზღვაურები, რომელთა მოგზაურობამ 3 წელს გასტანა. ხშირი ვაჭრობა შორეულ ქვეყნებთან, მაგ. კალით და ვერცხლით მდიდარ ბრიტანეთთან, დაახლოებით, 450 წელს დაიწყო. ფინიკიელთა დაცემა 200-100 წლებში მოხდა, როდესაც ხმელთაშუაზღვისპირეთში კონტროლის დამყარების, მიზნით რომის იმპერიამ კართაგენი გაადანგურა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია, 2009, 2010, გამ. ელფი, ISBN 978-99940-44-08-5

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Aubet, Maria Eugenia (2001). The Phoenicians and the West: Politics, Colonies and Trade. Cambridge University Pres. ISBN 978-0-521-79543-2.  See Review by Roger Wright.
  • Barton, George Aaron (1934) Semitic and Hamitic Origins. Social and Religious. Philadelphia: University of Pennsylvania. 
  • Bondi, S. F. 1988. "The Course of History." In The Phoenicians, edited by Sabatino Moscati, 38–45. Milan: Gruppo Editoriale Fabbri.
  • (1970) Dictionary of Comparative Religion. New York City: Charles Scribner’s Son. 
  • Carayon, Nicolas, Les ports phéniciens et puniques, PhD Thesis, 2008, Strasbourg, France.
  • Волков А. В. Загадки Финикии. — М.: Вече, 2004. — 320 с. — Серия «Таинственные места Земли». — ISBN 5-9533-0271-1.
  • Грей Джон. Ханаанцы. На земле чудес ветхозаветных. — М.: ЗАО «Центрполиграф», 2003. — 224 с. — Серия «Загадки древних цивилизаций».
  • Дриди Эди. Карфаген и Пунический мир / Пер. Н. Озерской. — М.: Вече, 2008. — 400 с. — Серия «Гиды цивилизаций». — ISBN 978-5-9533-3781-6.
  • Егер О. Всемирная история. — Т. 1. Древний мир. — СПб.: Полигон; М.: ООО «АСТ», 2010. — 672 с.: ил. — ISBN 978-5-17-050157-1, 978-5-89173-401-2.
  • Маркоу Гленн. Финикийцы / Пер. с англ. К. Савельева. — М.: Гранд-Фаир, 2006. — 328 с. — ISBN 5-8183-0960-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]