განხილვა:ლაონიკე ქალკოკონდილე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ სტატიის მიხედვით სათაური არასწორია. მე ვფიქრობ უნდა იყოს ლაონიკოს ხალკოკონდილესი. — ჯაბა ლაბაძე () 15:10, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

დარწმუნებული ხარ? ბერძნული Χ ქართულში –დ გადმოდის. შეადარე Χαλκηδών – ქალკედონი.--Ouzo განხილვაწვლილი 15:14, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

დიახ დარწმუნებული ვარ. შესადარებლად იხილე ქსენოფონტის, ქსანთიპოსის ბერძნული დაწერილობა. გარდა ამისა არსებობს ბერძენი ფეხბურთელი გვარად ხარისტიასი. შეგიძლია ეგეც მოიძიო რუსულ ვიკიპედიაში და ნახო. — ჯაბა ლაბაძე () 15:19, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ქსენოფონტი და ქსანთიპოსი Χ–თი არ იწერება, არამედ Ξ–თი = ქართულ ქს–ს. რაც შეეხება ფეხბურთელ ხარისტიასს, რუსებს რომ არ აქვთ ეტყობა დაგავიწყდა, ჩვენ კი ქართულად ვწერთ.— Ouzo განხილვაწვლილი 15:23, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამ სტატიას ჩახედე. — ჯაბა ლაბაძე () 15:28, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩავხედე, მერე რა? წერია სადმე რომ Χ ქართულად –დ გადმოდის?--Ouzo განხილვაწვლილი 15:32, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბმულს თუ გაყვებოდი აქამდე მიხვიდოდი. — ჯაბა ლაბაძე () 15:34, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

გავყევი, მივედი და არაა სწორი.— Ouzo განხილვაწვლილი 15:36, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ხოოო, კარგი ერთი რას მეუბნები. და შენ რა იცი? ბერძნული ხომ არ იცი? — ჯაბა ლაბაძე () 15:38, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

შენ იცი? არაა სწორი, დამიჯერე.თუ არა და აიღე ნებისმიერი ბერძნული ენის სახელმძღვანელო და ნახე.--Ouzo განხილვაწვლილი 16:34, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

შენ იცი რა ტონია? ასე ლაპარაკს შეეშვი თუ შეიძლება. სხვის აზრს პატივი ეცი. აქ არავინ შენი წინააღმდეგი არაა. რატომ უნდა დაგიჯერო ამასაც ვერ ვხვდები? იცი ბერძნული? ვგონებ არ იცი? გადახედე ინგლისურ ბმულებს და დარწმუნდები, რომ სწორად გეუბნები. — ჯაბა ლაბაძე () 16:44, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ხოოო, კარგი ერთი რას მეუბნები – ამაზე უკეთესი ტონი აღარაა? ამას ბერძნულის ელემენტარული ცოდნა უნდა და არა ენის. რომელ ინგლისურ ბმულებზე მეუბნები? --Ouzo განხილვაწვლილი 16:48, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ადამიანი რომელიც ასე, რბილად რომ ვთქვათ, დამაჯერებლად დაწერს გავყევი, მივედი და არაა სწორი. აბა რა უნდა თქვა? ისე მგონი პოლიგლოტი ხარ არა? ამასწინათ ეთიოპურზეც მედავებოდი ასე იწერება ისე იწერებაო? — ჯაბა ლაბაძე () 16:54, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ზოგად ენათმეცნიერებაში ვერკვევი.--Ouzo განხილვაწვლილი 16:55, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

en:Chi (letter) ეს ნახე თუ შეიძლება. და კიდევ, როდესაც ერთ-ერთ მომხმარებელს თავად წერ ევხარისტო რომელიც ასე იწერება Efcharisto (ანუ ch არის ხ), ხომ არ ფიქრობ რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგები? — ჯაბა ლაბაძე () 16:59, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. ზოგად ენათმეცნიერებაში გარკვეულ კაცს ეს არ ეკადრება. — ჯაბა ლაბაძე () 17:00, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ნუ მაცინებ. არაპროფესიონალურად მსჯელობ. სანამ აკადემიურ წყაროს არ მოიტან ვწყვეტ ამ საკითხზე შენთან კამათს.--Ouzo განხილვაწვლილი 17:08, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

შენი აკადემიური წყაროებით სავსეა ეს განხილვა. — ჯაბა ლაბაძე () 17:45, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეს აქსიომაა.--Ouzo განხილვაწვლილი 17:49, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ. ჩემი ერთი ზემო კომენტარი დაადასტურე. — ჯაბა ლაბაძე () 17:51, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამ გამოცანაზე პასუხი არ მაქვს.--Ouzo განხილვაწვლილი 19:45, 25 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

არცერთს არ მოგვაფიქრდა (არც ჩვენ და არც სხვა მომხმარებელს) ჩაგვეხედა ქსე-ში. ქსე ტ. 6. გვ. 124: ლაონიკე ქალკოკონდილე. გადამაქვს. --ჯაბა ლაბაძე 15:06, 14 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--ჯაბა ლაბაძე 15:08, 14 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]