კურსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
კურსები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თემი კურსები
კოორდინატები 42°18′25″ ჩ. გ. 42°46′17″ ა. გ. / 42.30694° ჩ. გ. 42.77139° ა. გ. / 42.30694; 42.77139
პირველი ხსენება XV საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 350
მოსახლეობა 1603[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
კურსები — საქართველო
კურსები
კურსები — იმერეთის მხარე
კურსები

კურსებისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გელათი, მოწამეთა). მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე წყალწითელის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 350 მეტრი, ტყიბულიდან 24 კმ-ით და სოფელი გელათიდან 5 კმ-ით არის დაცილებული. იგი სამკურნალო გოგირდის წყლითა და სამშენებლო ქვა-ტეშენით არის ცნობილი.

სოფელში არის საჯარო სკოლა.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 603 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 652 782 870
2014[1] Decrease2.svg 1 603 803 800

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში ადამიანის ცხოვრების კვალი ჩანს ანტიკური ხანიდან. წერილობით წყაროებში კურსები XV საუკუნიდან იხსენიება. კურსებიდან იყვნენ ცნობილი ქართველი მშენებელი ოსტატები ბერეკაშვილები, რომლებმაც XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან რამდენიმე ეკლესია ააშენეს დასავლეთ საქართველოში.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში სამი კოშკი და ხუთი ეკლესია შემორჩა, რომელთაგან ორი ნანგრევებად არის ქცეული.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მოიპოვება ტეშენიტი და მუშაობს მოსაპირკეთებელი ფილების დამამზადებელი ქარხანა. ფუნქციონირებს საექიმო ამბულატორია. სოფელში გადის ქუთაისი-ტყიბულის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა.

კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურსები ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,5 გრადუსია) და ცხელი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურა 21,5 გრადუსია). ნალექები 1700 მმ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის მინერალური წყალი, რომლის ძირითადი კომპონენტებია მცირე რაოდენობით გოგირდწყალბადი, ჰიდროკარბონატის, ნატრიუმის, კალციუმის და მაგნიუმის იონები. დებიტი 6 ატასი ლიტრი/დღე-ღამეში. ტემპერატურა 16 გრადუსი. იყენებენ აბაზანებისათვის. ჩვენება: სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი. სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]