შინაარსზე გადასვლა

გურნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გურნა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თემი გურნა
კოორდინატები 42°24′23″ ჩ. გ. 42°51′36″ ა. გ. / 42.40639° ჩ. გ. 42.86000° ა. გ. / 42.40639; 42.86000
პირველი ხსენება 1660
ცენტრის სიმაღლე 610
მოსახლეობა 419[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გურნა — საქართველო
გურნა
გურნა — იმერეთის მხარე
გურნა

გურნასოფელი საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ანტორია, ბობოთი, კითხიჯი, კისორეთი, კორეეთი, ნაძვა, ციხია).

მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჭალის (წყალწითელას მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 610 მეტრზე, ტყიბულიდან 35 კმ-ში. სოფელში არის საჯარო სკოლა, საექიმო პუნქტი. სოფელში გადის ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო გზა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1660 წელს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 419 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]750380370
2014[1] 419202217

გურნა წყაროებში პირველად 1660 წელს იხსენიება. 1926 წლისთვის გურნას თემი შედგებოდა შვიდი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 4717 ადამიანს, ხოლო ფართობი 130,1 კმ²-ს.[3]