ჯვარისა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
ჯვარისა | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ჯვარისა |
| კოორდინატები | 42°22′53″ ჩ. გ. 42°49′07″ ა. გ. / 42.38139° ჩ. გ. 42.81861° ა. გ. |
| პირველი ხსენება | XI საუკუნე |
| ცენტრის სიმაღლე | 480 მ |
| მოსახლეობა | 249[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ჯვარისა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლეყერეთი, ოჯოლა, ხორჩანა). მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე ღვაღვანის ხეობაში. ზღვის დონიდან 480 მეტრი, ტყიბულიდან 33 კილომეტრი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა.[2] ჯვარისაში დაიბადა და ბავშვობა გაატარა მწერალმა ნიკოლო მიწიშვილმა. სოფელში არის მისი სახლ-მუზეუმი.
წერილობით წყაროებში ჯვარისა პირველად იხსენიება 1071–1080 წლების „ნიკორწმინდის დაწერილში“ როგორც „ოკრიბას ჯუარისა“ (გასარჩევად მეორე ამავე სახელწოდების სოფლისგან, რომელიც „ზნაკუას ჯვარისა“ სახელითაა მოხსენიებული იმავე დოკუმენტში).[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 249 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[4] | 418 | 213 | 205 |
| 2014[1] | 121 | 127 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი დასახლებული იყო ანტიკურ ხანაში. წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. შემორჩენილია ჯვარის ციხის ნანგრევები. ციხე მოხსენებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს 1723 დასავლეთ საქართველოში ოსმალთა აგრესიასთან დაკავშირებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 559.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ ბოჭორიძე გ., ჯვარისას ძეგლი, კრებ. საქართველოს არქივი, წ. III, თბ., 1923. — გვ. 206-208.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||