კურსების მთავარანგელოზთა ეკლესია
კურსების მთავარანგელოზთა ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი იმერეთის მხარეში, სოფელ კურსებში ზედა უბანში. მდებარეობს მდინარე წყალწითელას მარცხენა მხარეს გაშლილ სოფლის ქვედა უბანში (ქველობანი). აგებულია 1890-იან წლებში. 1916 წელს მიშენებულ, სამრეკლოიან დასავლეთ კარიბჭეს ფანჩატური ჩამოქცეული აქვს. ეკლესიის შენობა ბერეკაშვილთა საგვარეულოს ტიპური ნახელავია. რუსტირებული პილასტრებით, ბალუსტრადით და კბილებიანი კარნიზით შემკული სამრეკლო ქუთაისის საზოგადოებრივ და საცხოვრებელ ნაგებობებს ეხმიანება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ქუთაისი: საქართველოს ძველი ქალაქები“, თბ., 2006, გვ. 150
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8509