ხრესილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ხრესილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თემი ხრესილი
კოორდინატები 42°20′46″ ჩ. გ. 42°52′49″ ა. გ. / 42.34611° ჩ. გ. 42.88028° ა. გ. / 42.34611; 42.88028
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 390
მოსახლეობა 274[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ხრესილი — საქართველო
ხრესილი
ხრესილი — იმერეთის მხარე
ხრესილი

ხრესილისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალდაბა, ბუეთი, გადაღმა წყალწითელა, გადმოღმა წყალწითელა, ივანეული, ლეღვა, ძუყნური).

სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა.[3] სკოლაში სწავლობს 105 მოსწავლე. სკოლა ემსახურება სოფელ ძუყნურსაც. მოქმედებს საბავშვო ბაღი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 274 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 416 195 221
2014[1] Decrease2.svg 274 132 142

მაღალია სოფლიდან მიგრაციის მაჩვენებელი. მიგრაციის ნაკადი ძირითადად მიმართულია ქალაქ ქუთაისისკენ.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე წყალწითელას ხეობაში. ზღვის დონიდან 390 მეტრი, ტყიბულიდან 15 კილომეტრი.

ხრესილში გავრცელებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგაბეი, არის ნეშომპალა კარბონატული და ალუვიური ნიადაგები. მცენარეულობიდან გვხვდება მუხა, წიფელი, ნეკერჩხალი, თელა, ფიჭვი, მურყანი, წაბლი, ძელქვა. ტყეები მდიდარია ტყის ხილით: ვაშლი, მსხალი, ზღმარტლი, ჟოლო, მოცვი, ასკილი, კუნელი. მრავალწლიანი ნარგავებიდან გაშენებულია ჩაი, ციტრუსოვანი კულტურები, სიმინდი, ლობიო.

ცხოველებიდან გვხვდება მაჩვი, კურდღელი, თაგვი, მელა, ციყვი, ზღარბი, თხუნელა, ტურა, კვერნა მგელი, მურა დათვი. ფრინველებიდან — კაჭკაჭი, ყვავი, მოლაღური, წივწივა, მერცხალი, გულწითელა, სკვინჩა, ბულბული, კოდალა, გუგული, ქორი, ძერა. თევზებიდან — ქაშაყი, ნაფოტა, კალმახი.

ხრესილში მიედინება მდინარე წყალწითელა მისი შენაკადები. ერთ-ერთი შენაკადი, მცირე მდინარე ღვაღვანა ქმნის პატარა ჩანჩქერს. სოფლის მოსახლეობა სასმელად იყენებს წყაროს წყლებს. სასმელი წყლებიდან მნიშვნელოვანია „თათროულის წყარო“ და „კოვზის წყარო“.

ხრესილში არის გიშერი, თუმცა მისი მოპოვება და დამუშავება არ ხდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ხრესილის ბრძოლა.

წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. 1757 წელს სოფელთან (სოფლის მიდამო – „თათრული“) გაიმართა ბრძოლა ოსმალთა და ქართველთა ჯარებს შორის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]