ცუცხვათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ცუცხვათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°17′11″ ჩ. გ. 42°51′50″ ა. გ. / 42.28639° ჩ. გ. 42.86389° ა. გ. / 42.28639; 42.86389
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 460
მოსახლეობა 671[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ცუცხვათი — საქართველო
ცუცხვათი
ცუცხვათი — იმერეთის მხარე
ცუცხვათი

ცუცხვათისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ოკრიბა-არგვეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყიბულის წყალსაცავის დასავლეთით, ზღვის დონიდან 460 მეტრზე. უახლესი რკინისგზის სადგურია ორპირი.

სოფელში არის უთხოვარის კორომი, მოედინება მინერალური წყალი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 671 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 171 555 616
2014[1] Decrease2.svg 671 332 339

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითური ხანის ნასახლარი ცუცხვათის მღვიმე, მრავალსართულიანი მღვიმური კომპლექსი, რომელსაც იხსენიებენ მაღაროს სახელითაც.

ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელი წარმოშობილია ცაცხვისაგან ("ცაცხლათი"). წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში. XVIII საუკუნეში ცუცხვათში დიდ მამულებს ფლობდნენ თავადი მესხორაძეები. 1712 წელს მესხორაძეებს შესაშური მასპინძლობა გაუწევიათ მეფე გიორგი V-ისათვის. ქაიხოსრო მესხორაძეს და მის შვილებს სიმონს და ანდროს, კარის მღვდლის პეტრე კუპრაშვილისა და მისი შვილებისათვის იასესა და დავითისათვის მიუციათ წყალობა. [4] მეფე გიორგი V-ემ წელს მესხორაძეებს გადასცა ციხისთაობა და ცუცხვათის ციხე. [5]

ციხე 1721 წელს ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს გაათავისუფლა სოლომონ პირველმა, ხოლო იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ციხე-სიმაგრე დაანგრიეს. ამჟამად შემორჩენილია ციხის კოშკისა და გალავნის ნაშთები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მოიპოვება ქვა ტეშენიტი, რომელიც გადამუშავების შემდეგ გამოიყენება მოსაპირკეთებელ მასალად. მოსახლეობა ძირითადად მისდევს მესაქონლეობას, მეჩაიეობას, მესიმინდეობას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
  4. ნიშნიანიძე ილია, ნიშნიანიძე დავით. ოკრიბა. – თბილისი, რაეო. 2003. გვ. 101
  5. საქართველოს ისტორიის ლექსიკონი, გვ. 3

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]