Opeth

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Opeth
Opeth at 013 Tilburg 2016 (3).jpg
Opeth 2016 წელს ტილბურგში.
ბიოგრაფია
წარმოშობა სტოკჰოლმი, შვედეთი
ჟანრ(ებ)ი ტექნიკური დეზ-მეტალი, პროგრესული მეტალი, პროგრესული როკი
აქტიური 1989-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Moderbolaget, Nuclear Blast, Candlelight, Century Black, Peaceville, Music for Nations, Koch, Roadrunner
ასოციაციები Bloodbath, Katatonia, Storm Corrosion
საიტი opeth.com
წევრები მიკაელ ოკერფელდტი
მარტინ მენდეზი
მარტინ აქსენროტი
ფრედრიკ ოკესონი
იუაკიმ სვალბერგი

Opethშვედური პროგრესული მეტალ-ჯგუფი სტოკჰოლმიდან, რომელიც 1990 წელს ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა განიცადა არაერთი ცვლილება შემადგენლობაში, ვოკალისტი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი მიკაელ ოკერფელდტი ჯგუფის მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩებოდა წლების განმავლობაში. ჯგუფის სტილი მათთვის ჩვეულებრივ გრძელ კომპოზიციებში აერთიანებს ელემენტებს პროგრესული მეტალიდან, ჯაზიდან, ბლუზიდან, კლასიკური და ხალხური მუსიკიდან. ბლეკ[1] და დეზ-მეტალის გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია მათი შემოქმედების ადრეულ პერიოდში. მრავალი მათი სიმღერა შეიცავს აკუსტიკური გიტარის პარტიებს და ძლიერ დინამიურ გადასვლებს, ვოკალს გროულინგითა და სუფთა ვოკალს. ჯგუფი იშვიათად მართავდა კონცერტებს პირველი ოთხი ალბომის მხარდასაჭერად, თუმცა დაწყებული მათი პირველი მსოფლიო ტურნედან, რომელიც მოაწყვეს 2001 წლის ალბომის Blackwater Park გამოსვლის შემდეგ, მათ რამდენიმე მსხვილი მსოფლიო ტურნე გახსნეს.

ჯგუფმა გამოუშვა ათი სტუდიური ალბომი, სამი საკონცერტო DVD, სამი საკონცერტო ალბომი (მათგან ორი DVD-ზეც) და ორი სასაჩუქრე ყუთი. სადებიუტო ალბომი Orchid 1995 წელს გამოუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მერვე სტუდიური ალბომი, Ghost Reveries, საკმაოდ პოპულარული იყო აშშ-ში, კომერციულ წარმატებას ჯგუფმა მხოლოდ 2008 წლის რიგით მეცხრე სტუდიური ალბომის, Watershed, გამოშვების შემდეგ მიაღწია, რომელმაც დაიკავა ოცდამესამე ადგილი ბილბორდ 200-ში და ფინური ჩარტების სათავეებში მოექცა გამოშვებიდან პირველსავე კვირას.

ჯგუფის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Opeth-ის წევრები.
ახლანდელი წევრები

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Opeth-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Drew Schinzel. (1996-10-11) Opeth - Morningrise. chroniclesofchaos.com. წაკითხვის თარიღი: 2012-01-08.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Opeth&oldid=3310012“-დან