იოანე II (ტრაპიზონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოანე II დიდი კომნენოსი
იოანე II დიდი კომნენოსი
ტრაპიზონის მე-7 იმპერატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1280 – 1284
წინამორბედიგიორგი I
მემკვიდრეთეოდორა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1285 – 16 აგვისტო, 1297
წინამორბედითეოდორა
მემკვიდრეალექსი II

დაბადებული1263
ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია
გარდაცვლილი16 აგვისტო, 1297
ლიმნია, ტრაპიზონის იმპერია
მეუღლეევდოკია პალეოლოგი

იოანე II დიდი კომნენოსი (ბერძ. Ιωάννης Β΄ Μέγας Κομνηνός; დ. 1263, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია — გ. 16 აგვისტო, 1297, ლიმნია) — ტრაპიზონის იმპერიის მეშვიდე იმპერატორი 1266–1280 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ მანუელ I-ისა და მისი მესამე ცოლის, ტრაპიზონელი აზნაურის, ირინა სირიკაინას უფროსი შვილი.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორის ტახტზე ავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი I ტყვედ ჩავარდა. 1267 წელს მოხდა პაპადოპულოსის აჯანყება, რომელიც იყო ტრაპიზონის იმპერიაში ბიზანტიური და ქართული პარტიების დაპირსპირების შედეგი. 1281 წელს დაპირისპირებაში გაიმარჯვა ქართულმა პარტიამ, მათ იოანე II დაატყვევეს კიდეც, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ ტრაპიზონში დარჩენის უფლება არ მისცეს.[1] იოანე II ჩავიდა კონსტანტინოპოლში და ცოლად შეირთო ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ VIII-ის ასული ევდოკია, რომელთანაც ეყოლა ორი შვილი. ტრაპიზონის იმპერიაზე საქართველოს სამეფოს გავლენის აღდგენის მიზნით 1284 წელს დავით VI ნარინმა ილაშქრა ტრაპიზონში და ალყა შემოარტყა დედაქალაქს. ალყის წარუმატებლობის შემდეგ ქართველთა არმიამ დაიკავა იმპერიის რამდენიმე პროვინცია და იოანეს დას თეოდორას დაეხმარა ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში, თუმცა მალევე 1285 წელს იოანე II დაბრუნნდა იმპერიაში და ხელისუფლება დაიბრუნა.

მისი მმართველობა აღინიშნა ტრაპიზონის იმპერიაზე ჰულაგუიანების გავლენის შესუსტებით. მისივე მეფობის დროს დაიპყრეს თურქ-სელჩუკებმა ხალიბია და გააპარტახეს იგი. 1291 წელს რომის პაპმა ნიკოლოზ IV-მ იოანეს დახმარება სთხოვა ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობაში, მაგრამ იმპერატორმა ეს თხოვნა უარყო. დაკრძალულია ხრისოკეფალოსის ეკლესიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 67-73; 169-172.
  • The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991,

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ინგოროყვა, პ., „გიორგი მერჩულე“, გვ. 286, თბილისი, 1954