ალექსი II (ტრაპიზონი)
ალექსი II დიდი კომნენოსი | |
---|---|
Αλέξιος Β΄ Μέγας Κομνηνός | |
ტრაპიზონის მე-9 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1297 |
მმართ. დასასრული: | 1330 |
წინამორბედი: | იოანე II |
მემკვიდრე: | ანდრონიკე III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | აგვისტო, 1283 |
გარდ. თარიღი: | 3 მაისი, 1330 |
მეუღლე: | ჯიაჯაყ ჯაყელი |
დინასტია: | კომნენოსები |
მამა: | იოანე II |
დედა: | ევდოკია პალეოლოგი |
ალექსი II დიდი კომნენოსი (ბერძნ. Αλέξιος Β΄ Μέγας Κομνηνός; დ. აგვისტო, 1283 — გ. 3 მაისი, 1330) — ტრაპიზონის იმპერიის მეცხრე იმპერატორი 1297–1330 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ იოანე II-ისა და ევდოკია პალეოლოგის შვილი.
სექციების სია
მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალექსი II-ის მმართველობა გამოირჩევა იმპერიაში კონსტანტინოპოლის გავლენის დაცემით და ტრაპიზონის სახელმწიფოებრივი კურსის აღებით თავის აღმოსავლეთ მეზობლებთან, განსაკუთრებით საქართველოსთან. 1300 წელს ალექსიმ ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე II-ის სურვილის საწინააღმდეგოდ, ცოლად შეირთო ქართველი დიდებულის ბექა ჯაყელის ასული ჯიაჯაყ ჯაყელი. ამ ქორწინებიდან მათ შეეძინათ 4 ვაჟი და რამდენიმე ასული.
1324 წელს ალექსიმ ქალაქის გარშემო დაამთავრა კედლის შენება, რომელსაც მოსახლეობა უნდა დაეცვა ოსმალების თარეშისაგან. 1330 წელს ალექსის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრე ხდება მისი უფროსი შვილი ანდრონიკე III, რომელიც სულ მალე მოკლეს. იმპერიაში მომავალი 20 წლის განმავლობაში არეულობა და სისხლიანი შინაომები მიმდინარეობდა, რომელიც განპირობებული იყო პრობიზანტიურ და პროქართულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებით.
ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ცოლი: 1300 წლიდან ჯიაჯაყ ჯაყელი, ბექა ჯაყელის ასული, (1279—1308)
- ანდრონიკე III (დაახლ. 1310-8 იანვარი 1332), ტრაპიზონის იმპერატორი
- ბასილი I (მოკლეს. 6 აპრილი 1340), ტრაპიზონის იმპერატორი
- მიხეილ აზახუტლუ კომნენოსი (მოკლეს. მაისი 1330), მოკლეს ძმის, ანდრონიკე III-ის ბრძანებით
- გიორგი ახპუგუ კომნენოსი (მოკლეს. მაისი 1330), მოკლეს ძმის, ანდრონიკე III-ის ბრძანებით
- ანა ანახუტლუ კომნენოსი (მოკლეს. სექტემბერი 1342), ტრაპიზონის იმპერატორი
- ევდოკია კომნენოსი; ქმარი: (?) ადილ-ბეგ იბნ იაკუბი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991
|