თავისი მმართველობის დროს გიორგი ატარებდა ანტიარისტოკრატიულ პოლიტიკას. გარდა ამისა მან კავშირი დაამყარა კარლ ანჟუელთან და ბიზანტიელ უნიის მოწინააღმდეგეებთან ბიზანტიის იმპერატორმიხეილ VIII-ის წინააღმდეგ. ასევე უარი უთხრა სპარსეთში მონღოლების მმართველს აბაღას სამხედრო დახმარებაზე ეგვიპტელიმამლუქების წინააღმდეგ. გიორგი კომნენოსმა ილაშქრა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, რომლებიც არბევდნენ იმპერიის სასაზღვრო მხარეებს. ტავრეზიონის მთებში მთავრებმა და სარდლებმა მას უღალატეს და ჩავარდა ტყვედ. ტახტი კი დაიკავა მისმა უმცროსმა ძმამ იოანე II-მ. გიორგიმ თავისუფლება 1282 წელს, აბაღას სიკვდილის შემდეგ მიიღო. 1284 წელს გიორგის ჰქონდა ტახტის დაბრუნების მცდელობა, მაგრამ მისი მომხრეები დამარცხდნენ და თავს აფარებდნენ მთებში. 1284 წლის შემდეგ მისი ბედის შესახებ აღარაფერია ცნობილი.