თეოდორა (ტრაპიზონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეოდორა დიდი კომნენოსი
Θεοδώρα Μεγάλη Κομνηνή
ტრაპიზონის მე-8 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1284
მმართ. დასასრული: 1285
წინამორბედი: იოანე II
მემკვიდრე: იოანე II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1253-მდე
დაბ. ადგილი: ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია
გარდ. თარიღი: 1285 წლის შემდეგ
დინასტია: კომნენოსები
მამა: მანუელ I
დედა: რუსუდან იბერიელი

თეოდორა დიდი კომნენოსი (ბერძ. Θεοδώρα Μεγάλη Κομνηνή; დ. 1253-მდე, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია — გ. 1285 წლის შემდეგ) — ტრაპიზონის იმპერიის მერვე იმპერატორი 1284–1285 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის, ქართველი თავადის,რუსუდან ქართველის შვილი. ტრაპიზონის იმპერატორი გახდა ძმის, იოანე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხების შედეგად.

1284 წელს, იოანეს ტრაპიზონში არყოფნის პერიოდში, თავისი ნათესავის, საქართველოს მეფე დავით VI ნარინის დახმარებით ხელში ჩაიგდო იმპერიის მართვის სადავეები, თუმცა მალევე 1285 წელს იოანე II დაბრუნნდა იმპერიაში და ხელისუფლება დაიბრუნა.

მისი მმართველობა დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა,მაგრამ ამ პერიოდში მან მოასწრო და საკუთარი გამოსახულებით მონეტა გამოუშვა. სავარაუდოდ, დამხობის შემდეგ თეოდორა საეკლესიო ცხოვრებას შესდგომია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991