მანუელ II (ტრაპიზონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანუელ II.
მანუელ II დიდი კომნენოსი
Μανουήλ Β΄ Μέγας Κομνηνός
ტრაპიზონის 11-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 8 იანვარი, 1332
მმართ. დასასრული: აგვისტო, 1332
წინამორბედი: ანდრონიკე III
მემკვიდრე: ბასილი I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1323/1324
გარდ. თარიღი: 21 თებერვალი, 1333
დინასტია: კომნენოსები
მამა: ანდრონიკე III

მანუელ II დიდი კომნენოსი (ბერძნ. Μανουήλ Β΄ Μέγας Κομνηνός; დ. 1323/1324 – გ. 21 თებერვალი, 1333) — ტრაპიზონის იმპერიის მეთერთმეტე იმპერატორი 1332 წ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ ანდრონიკე III-ისა და მისი საყვარლის შვილი.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანუელის რვათვიანი მმართველობის პერიოდში იმპერიას თავს დაესხა ხალიბიის ემირი ბაირამ-ბეგი. ემირის არმიამ მოახერხა ღრმად შესულიყო იმპერიის ტერიტორიაზე, მაგრამ იმპერატორის არმიის შეტევის შედეგად უკან დაიხია. მიუხედავად მანუელის ამ წარმატებისა, მისი მმართველობა მაინც არამტკიცე იყო. პრობიზანტიურმა პარტიამ კონსტანტინოპოლიდან ქვეყანაში სასწრაფოდ დააბრუნა მანუელის ბიძა ბასილი. 1332 წლის აგვისტოში მანუელის მმართველობა დაემხო, თავად იმპერატორი დაატუსაღეს, ხოლო 1333 წლის წარუმატებელი აჯანყების მხარდაჭერისათვის იგი სიკვდილით დასაჯეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991