მიხეილი (ტრაპიზონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ დიდი კომნენოსი
Μιχαήλ Μέγας Κομνηνός
Michael of Trebizont.JPG
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
მმართ. წლები: 1341
წინამორბედი: ანა კომნენოსი
მემკვიდრე: ანა კომნენოსი
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1344
მმართ. დასასრული: 1349
წინამორბედი: იოანე III
მემკვიდრე: ალექსი III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1285
გარდ. თარიღი: 1355 წლის შემდეგ
მამა: იოანე II
დედა: ევდოკია პალეოლოგოსი

მიხეილ დიდი კომნენოსი (ბერძნ. Μιχαήλ Μέγας Κομνηνός; დ. 1285 – გ. 1355 წლის შემდეგ) — ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1341 და 1344-1349 წწ.

მიხეილ კომნენოსი იყო ტრაპიზონის იმპერატორ იოანე II-ისა და ბიზანტიის იმპერატორის მიხეილ VIII-ის ქალიშვილ ევდოკია პალეოლოგოსის უმცროსი შვილი. 1297 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ ევდოკია დაბრუნდა კონსტანტინოპოლში მიხეილთან ერთად. კონსტანტინოპოლში მიხეილ კომნენოსი დაქორწინდა გიორგი აკროპოლიტის შვილიშვილზე.

პირველად ტრაპიზონის იმპერატორი ხდება 1341 წელს, ანა ხუტლუს ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ, თუმცა მალევე, მიუხედავად მოსახლეობის მხარდაჭერისა, მიხელი კვლავ ანამ ჩამოაგდო ტახტიდან და ციხეში გამოკეტა. ანა კომნენოსი 1342 წელს ტახტიდან ჩამოაგდო მიხეილის შვილმა იოანე III-მ, რომელიც სუსტი მმართველი აღმოჩნდა. მან არანაირ ზომებს არ მიმართა მამის გასათავისუფლებლად. 1344 წელს ნიკეტას სქოლარესმა ციხიდან გაათავისუფლა მიხეილ დიდი კომნენოსი და მასთან ერთად დაბრუნდა ტრაპიზონში. იოანე III გამოკეტეს წმინდა საბას მონასტერში და ტახტზე ადის მიხეილ კომნენოსი.

1349 წლის 13 დეკემბერს ნიკეტას სქოლარესმა ტახტიდან ჩამოაგდო მიხეილი და სამეფო ჩააბარა ბასილის შვილს, რომელიც ტახტზე ადის ალექსი III-ის სახელით. მიხეილი წმინდა საბას მონასტერში განამწესეს. 1351 წელს კი კონსტანტინოპოლში გააგზავნეს. 1355 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იოანე V-მ გაათავისუფლა და ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით ტრაპიზონში დაბრუნდა, თუმცა უშედეგოდ და კვლავ ბიზანტიის დედაქალაქში გაბრუნდა. მის შესახებ ამის შემდეგ აღარაფერია ცნობილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]