ალექსი III (ტრაპიზონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსი III დიდი კომნენოსი
Αλέξιος Γ΄ Μέγας Κομνηνός
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1349
მმართ. დასასრული: 1390
წინამორბედი: მიხეილ კომნენოსი
მემკვიდრე: მანუელ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 ოქტომბერი, 1338
გარდ. თარიღი: 20 მარტი, 1390
მამა: ბასილი კომნენოსი

ალექსი III დიდი კომნენოსი (ბერძ. Αλέξιος Γ΄ Μέγας Κομνηνός; დ. 5 ოქტომბერი, 1338 — გ. 20 მარტი, 1390) — ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1349 წლიდან გარდაცვალებამდე. მის შესახებ მოიპოვება უფრო მეტი დოკუმენტური ინფორმაცია, ვიდრე ტრაპიზონის იმპერიის სხვა რომელიმე მმართველზე. მისი მმართველობა გამოირჩევა ლიტერატურული შემოქმედების აღმავლობით.

ალექსი III იყო ბასილი კომნენოსისა და მისი მეორე ცოლის, ირინე ტრაპიზონელის ვაჟი. ალექსის თავდაპირველად ერქვა იოანე (Ιωάννης). სავარაუდოდ, სახელი ალექსი დაირქვა ან ნაადრევად გარდაცვლილი უფროსი ძმის, ან პაპის, ალექსი II-ის პატივსაცემად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Finlay, The History of Greece and the Empire of Trebizond, (1204-1461) (Edinburgh: William Blackwood, 1851)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
მიხეილ კომნენოსი
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
1349-1390
შემდეგი:
მანუელ III