ანა (ტრაპიზონი)
ანა კომნენოსი | |
---|---|
Άννα Μεγάλη Κομνηνή | |
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1341 |
მმართ. დასასრული: | 1342 |
წინამორბედი: | ირინა პალეოლოგოსი |
მემკვიდრე: | მიხეილი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1342 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მამა: | ალექსი II |
დედა: | ჯიაჯაყ ჯაყელი |
ანა-ანახუტლუ დიდი კომნენოსი (ბერძ. Άννα Μεγάλη Κομνηνή; დ. უცნობია – გ. 1342) — ტრაპიზონის იმპერატორი 1341-1342 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა იყო ტრაპიზონის იმპერატორ ალექსი II-ის და ჯიაჯაყ ჯაყელის შვილი. აღკვეცილი იყო მონაზვნად. მისი ძმის, ბასილის მოკვლის შემდეგ გაიხადა მონაზვნის კაბა და ჩაერთო სამოქალაქო ომში ტრაპიზონის იმპერატორის ტახტზე ასული ირინა პალეოლოგოსის წინააღმდეგ. ანას ხელისუფლების სათვეში მოსვლაში დაეხმარა საქართველოს სამეფოს მეფე გიორგი V ბრწყინვალე. 1341 წლის 17 ივლისს დაამარცხა ტრაპიზონის იმპერიის ბიზანტიური მიმართულების პარტია, გადააყენა ირინა და გახდა იმპერატორი.
1341 წლის 30 ივლისს კონსტანტინპოლიდან ტრაპიზონში ჩავიდა მიხეილ კომნენოსი. ხალხის მიერ ის აღქმული იქნა თვითმპყრობლად, ის შეიპყრეს და ჯერ ინეონში, შემდეგ კი ლიმნიაში გაგზავნეს. 1342 წელს მიხეილ კომნენოსის შვილი იოანე III კონსტანტინოპოლიდან ტრაპიზონში ჩავიდა, გაათავისუფლა მამა, ტახტიდან ჩამოაგდო ანა და მისი გაგუდვის ბრძანება გასცა. ამავე წელს, ბრძანება შეასრულეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967.
- ჯავახიშვილი, ივ., „ქართველი ერის ისტორია“ წ. III, გვ. 272, 1966
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიქაელ პანარეტოსი „ტრაპიზონის ქრონიკა“ XIV საუკუნე
- Discussion of the Testament of Gerasimos
- Vougiouklaki Penelope, "Anna Anachoutlou"
|