ალექსი IV (ტრაპიზონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსი IV დიდი კომნენოსი
Αλέξιος Δ΄ Μέγας Κομνηνός
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1417
მმართ. დასასრული: 1429
წინამორბედი: მანუელ III
მემკვიდრე: იოანე IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1382
გარდ. თარიღი: 1429
დინასტია: კომნენოსები
მამა: მანუელ III
დედა: გულქან-ხათუნი

ალექსი IV დიდი კომნენოსი (ბერძ. Αλέξιος Δ΄ Μέγας Κομνηνός; დ. 1382 — გ. 1429) — ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1317 წლის 5 მარტიდან 1429 წლის ოქტომბერში გარდაცვალებამდე. მანუელ III-ისა და მისი პირველი ცოლის, საქართველოს მეფე დავით IX-ის ასულის, გულქან-ხათუნის ვაჟი. მანუელთან დაძაბული ურთიერთობის გამო ჯერ კიდევ მის თანამედროვეებს ჰქონდათ გარკვეული ეჭვები, რომ ალექსის ბრალი მიუძღოდა მამამისის სიკვდილში.

მისი მმართველობის პერიოდში ტრაპიზონის იმპერიას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გენუასთან, რომელიც შავ ზღვაში ვაჭრობას აკონტროლებდა, ამიტომ ცდილობდა ურთიერთობა განემტკიცებინა გენუის კონკურენტ ვენეციასთან. საბოლოოდ, გენუასთან დაპირისპირება სამშვიდობო ხელშეკრულების დადებით დასრულდა.

მდგომარეობა გამწვავდა ანატოლიაშიც. თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ მცირე აზიის უმეტესი ნაწილი ქაოსმა მოიცვა. ბიზანტიას გაუმეზობლდა ყარა-იუსუფის დაარსებული ყარა-ყოიუნლუ. ალექსი IV იძულებული გახდა ყარა იუსუფის ვაჟისათვის თავისი ქალიშვილი მიეთხოვებინა და დათანხმებოდა იმ რაოდენობის ხარკის გადახდას, რასაც თემურლენგს უხდიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


წინამორბედი:
მანუელ III
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
1417-1429
შემდეგი:
იოანე IV