მანუელ III (ტრაპიზონი)
მანუელ III დიდი კომნენოსი | |
---|---|
Μανουήλ Γ΄ Μέγας Κομνηνός | |
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1390 |
მმართ. დასასრული: | 1417 |
წინამორბედი: | ალექსი III |
მემკვიდრე: | ალექსი IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1364 |
გარდ. თარიღი: | 1417 |
დინასტია: | კომნენოსები |
მამა: | ალექსი III |
მანუელ III დიდი კომნენოსი (ბერძ. Μανουήλ Γ΄ Μέγας Κομνηνός; დ. 16 დეკემბერი, 1364 — გ. 5 მარტი, 1417) — ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1390 წლის 20 მარტიდან 1417 წელს გარდაცვალებამდე. ალექსი III-ისა და თეოდორა კანტაკუზენის შვილი. ტახტის მემკვიდრე გახდა 1377 წელს უფროსი ძმის, ბასილის გარდაცვალების შემდეგ.
მისი მმართველობის დროს ტრაპიზონის იმპერიისათვის გაიზარდა ოსმალური საფრთხე. სულთანმა ბაიაზიდ I-მა 1398 წელს შავი ზღვის სანაპიროზე ტრაპიზონის საზღვრებამდე ილაშქრა. სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა ანკარასთან თემურ-ლენგის მიერ ბაიაზიდის დამარცხებით, რამაც ტრაპიზონი ოსმალთა აგრესიისაგან რამდენიმე ათეული წლით იხსნა და მშვიდობიანი არსებობის საშუალება მისცა. თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში მანუელი თემურ-ლენგის მოკავშირე იყო. მართალია, მან როგორღაც შეძლო თემურ-ლენგისათვის ჯარით დახმარებაზე უარი ეთქვა, მაგრამ, სამაგიეროდ, ოცი სამხედრო გალერით დაეხმარა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Vougiouklaki Penelope, "Manuel III Grand Komnenos", Encyclopedia of the Hellenic World: Asia Minor
წინამორბედი: ალექსი III |
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1390-1417 |
შემდეგი: ალექსი IV |
|