თანამედროვეების მიხედვით ანდრონიკე იყო „ძალიან შორსმჭვრეტელი და კარგად ერკვეოდა სამხედრო საქმეებში.“ კონიის სულთნისქეი-ქაუსის წინააღმდეგ ომში ანდრონიკემ დამარცხა თურქების არმია, შეიჭრა მათ დედაქალაქში და ტყვედ ჩაიგდო თავად სულთანი. ამ გამარჯვების შედეგდ სასულთნოსთან დადო ძალზედ ხელსაყრელი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტრაპიზონის იმპერია გახდა დამოუკიდებელი თურქებისაგან. მაგრამ მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ 1230 წლამდე გაგრძელდა. ამ დროს ხვარაზმის შაჰის ჯალალედინის არმია შეიჭრა ანატოლიის ტერიტორიაზე და იმპერატორმა გადაწყვიტა დაედო სამოკავშირეო ხელშეკრულება მასთან კონიის სასულთნოს საწინააღმდეგოდ. ეს ალიანსი წარუმატებელი აღმოჩნდა. ხორეზმელთა არმია, რომლის შემადგენლობაში ტრაპიზონელებიც შედიოდნენ, 1230 წელს თურქებთან ახლატის ბრძოლაში დამარცხდა. ანდრონიკე იძულებული იყო კვლავ კონიის სასულთნოს დამორჩილებოდა. ამ ამბებიდან რამდენიმე წელიწადში იგი გარდაიცვალა მისი მემკვიდრე გახდა ალექსი I-ის შვილი იოანე I.