ინდონეზიის ფაუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუმატრის ვეფხვი

ინდონეზიის  ფაუნა—გამოირჩევა მრავალფეროვნებით  ტერიტორიის შთამბეჭდავი სიდიდისა და მისი ტროპიკულ არქიპელაგზე მდებარეობის გამო. ინდონეზია დაყოფილია ორ ეკოლოგიურ რეგიონად: დასავლეთ ინდონეზია, რომელზეც  გავლენას ახდენს აზიის ფაუნა და აღმოსავლეთი რეგიონი, რომელიც ავსტრალაზიის გავლენის ქვეშ იმყოფება. ამ ორი რეგიონს შორის უოლესის ხაზი ერთგვარი საზღვრის ფუნქციას ასრულებს. ფაუნის  უნიკალური კომბინაცია ასევე დიდწილად დამოკიდებულია ეკოსისტემების მრავალფეროვნებაზე.[1][2]

ბიომრავალფეროვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიაში გადაშენების პირას მყოფი ექვსი ფრინველის სახეობა-2009 წ.

ინდონეზია მსოფლიოში  ყველაზე მდიდარი ცხოველთა სამყაროა. მის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ყველა ძირითადი კლასი მრავალფეროვნებით ხასიათდება . XXI საუკუნის დასაწყისში აქ დარეგისტრირდა 515 სახეობის ძუძუმწოვარი, 1531 სახეობის ფრინველი, 122 სახეობის პეპელა, 600-ზე მეტი სახეობის ქვეწარმავალი და 270-ზე მეტი სახეობის ამფიბია. ამავდროულად, ძუძუმწოვრების 39% და ფრინველების 36% ენდემურია. ყველაზე ცნობილ ენდემთა შორის არის კომოდოს დრაკონი, ირემი კულია, ბაბირუსა, ტონკა მაკაკი. [3]

ბევრი ცხოველი საფრთხის ქვეშ იმყოფება, ზოგიერთი სახეობის პოპულაციის კლება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ძუძუმწოვართა 140 სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN)  მიერ კლასიფიცირებულია, როგორც საფრთხეში მყოფი, მათგან 15 გადაშენების პირასაა. მათ შორისაა: ორანგუტანი, იავური მარტორქა, სუმატრალური ვეფხვი.[4][5]

ფაუნის ფორმირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უოლესის ხაზი რუქაზე
ბორნეოს სპილო

ინდონეზია არის როგორც ავსტრალიის, ისე აზიის ზოოგეოგრაფიული ოლქების თავშესაფარი, ამიტომ აქ გვხვდებიან როგორც ავსტრალიის, ისე აზიის ფაუნის წარმომადგენლები.

ინდონეზიის ფაუნის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა აზიისა და ავსტრალაზიის გეოგრაფიულმა და გეოლოგიურმა მოვლენებმა.  ახლანდელი ახალი გვინეა შეუერთდა თანამედროვე ავსტრალიას და შექმნა გონდვანას სუპერკონტინენტი. ამ სუპერკონტინენტმა რღვევა დაიწყო დაახლოებით 140 მილიონი წლის წინ და ახალი გვინეა ეკვატორს უფრო მიუახლოვდა. შედეგად, ახალი გვინეას ცხოველები ავსტრალიის კონტინენტზე გადავიდნენ, ასევე  ავსტრალიის ცხოველები გადავიდნენ ახალ გვინეაზე. შეიქმნა მრავალი სხვა სახეობა, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ეკოსისტემაში. ეს პროცესები გაგრძელდა მანამ, სანამ ორივე რეგიონი საბოლოოდ არ გაიყო. აზიის კონტინენტის გავლენა, თავის მხრივ, იყო ლავრაზიის სუპერკონტინენტის ტრანსფორმაციის შედეგი, რომელიც არსებობდა როდინიას დაშლის შემდეგ, დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ. დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ ლავრაზია საბოლოოდ გაიყო. ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი და ევრაზია. ევრაზიის მატერიკი ინდონეზიის არქიპელაგისგან მთლიანად არ იყო გამოყოფილი. შედეგად, ცხოველები გადასახლდნენ არქიპელაგზე. შეიქმნა ახალი სახეობებიც.[6]

სუნდალენდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუმატრის ორანგუტანი

ეს რეგიონი მოიცავს სუმატრას, იავას, კალიმანტანს და მის მიმდებარე კუნძულებს. მისი ცხოველთა სამყარო აზიის ფაუნის მსგავსია. გამყინვარების პერიოდში აზიის კონტინენტი ინდონეზიის არქიპელაგს უკავშირდებოდა. გარდა ამისა, ზღვის დაბალი დონე საშუალებას აძლევდა   ცხოველებს,  აზიის მატერიკიდან სუნდალენდში გადასახლებულიყვნენ. შედეგად, რეგიონში ბინადრობენ ვეფხვები, მარტორქები, ორანგუტანები, სპილოები და ლეოპარდები, თუმცა ზოგიერთი მათგანი გადაშენების საფრთხის წინაშეა. უოლესის ხაზი აღმოსავლეთიდან სუნდალენდის საზღვრის როლს ასრულებს. სუნდალენდში ძუძუმწოვრების  381 სახეობაა, მათგან 173 ენდემურია. ამ სახეობების უმეტესობა ბოლო პერიოდში გადაშენების პირას იყო. ორანგუტანის ორი ტიპი: სუმატრანი და ბორნეანი წითელ წიგნშია შეტანილი. სერიოზული საფრთხე ემუქრება სხვა სახეობებს, როგორიცაა ცხვირა მაიმუნი, სუმატრალური და იავური მარტორქები. სუნდალენდში 771 ფრინველის სახეობაა, რომელთაგან 146 ენდემურია. იავასა და ბალიზე მინიმუმ 20 ენდემური სახეობაა, მათ შორისაა ბალის შოშია და იავური პლევერი. სუნდალენდში არსებობს ქვეწარმავლების 449 სახეობა, რომლებიც 125 გვარშია გაერთიანებული. 249 სახეობა და მათგან 24 გვარი ენდემურია. ქვეწარმავლების 3 ოჯახი ასევე რეგიონის ენდემია. აქვე ცხოვრობს 242 ამფიბიის სახეობა, რომლებიც 41 ოჯახში შედის. მათი 172 სახეობა ენდემურია. ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგიონში თევზის 200-მდე ახალი სახეობა აღმოაჩინეს. დაახლოებით 1000 სახეობა ცხოვრობს სუნდალენდის მდინარეებში, ტბებსა და ნაკადულებში. [7][8][9]

უოლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უოლესია - კუნძულების ჯგუფი წითელ ზონაში. ლურჯი ფერით ვებერის ხაზია აღნიშნული.

უოლესია — ბიოგეოგრაფიული გარდამავალი ზონა დასავლეთით სუნდალენდსა და აღმოსავლეთით ავსტრალაზიას შორის. გეოგრაფიული მრავალფეროვნების გამო, რეგიონი შეიცავს ფლორისა და ფაუნის ბევრ ენდემურ და უნიკალურ სახეობას და დაყოფილია რამდენიმე ეკორეგიონად. უოლესიაში 223 ძუძუმწოვარი ცხოველი ბინადრობს, რომელთაგან 126  ენდემია. რეგიონში ასევე არსებობს 124 სახეობის ღამურა. რეგიონის უდიდეს კუნძულ სულავესზე გვხვდება ისეთი სახეობები, როგორიცაა: ანოა, ბაბირუსა, მინიმუმ 7 სახეობის მაკაკა და 5 სახეობის ტარსიერი. უოლესიაში ასევე ბინადრობს 650 ფრინველის სახეობა, რომელთაგან 262 ენდემურია.[10][11][12][13]

ბუნების დაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში გარემოს დაცვის საკითხები წამოიჭრა სწრაფი ინდუსტრიალიზაციისა და მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპის გამო. ვითარებას ამძაფრებს აგრეთვე ხეების უკანონო ჭრა, რაც იწვევს ტყეების გაჩანაგებას. ინდონეზიის პირველი ეროვნული პარკი შეიქმნა 1980 წელს. 2009 წლისთვის მათმა რიცხვმა 50 – ს მიაღწია. მათგან 6 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და  3  ჭარბტენიანი  ტერიტორია (წყალ-ჭაობიანი ადგილი)  დაცულია რამსარის კონვენციით.[14]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Seacology Indonesia Projects Seacology
  • Assem J. van den, J. Bonne-Webster, (1964), New Guinea Culicidae, A synopsis of vectors, pests and common species, Zoologische Bijdragen, Vol. 6 P. 1-136 PDF
  • Bruijning C.F.A. (1947), An account of the Blattidae (Orthoptera) from Celebes, the Moluccas, and new Guinea, Zoologische Mededelingen, Vol. 27 P. 205-252 PDF
  • Chrysanthus Fr. (1971), Further notes on the spiders of New Guinea I (Argyopidae), Zoologische Verhandelingen, Vol. 113 P. 1-113 PDF
  • Chrysanthus Fr. (1975), Further notes on the Spiders of new Guinea II (Araneae, Tetragnathidae, Theridiidae), Zoologische Verhandelingen, Vol. 140 P. 1-50 PDF
  • Diakonoff A. (1983) Tortricidae From Atjeh, Northern Sumatra (Lepidoptera), Zoologische Verhandelingen, Vol. 204 p. 1–129 PDF

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Indonesia's Natural Wealth: The Right of a Nation and Her People". Islam Online. 2003. Retrieved 6 October2006.
  2. "Indonesia – Flora and Fauna". Encyclopedia of the Nations. Retrieved 12 October 2006.
  3. Whitten, T.; van Dijk, P. P.; Curran, L.; Meijaard, E.; Wood, P.; Supriatna, J.; Ellis, S. (2004). Sundaland. Hotspots revisited: Another look at Earth's richest and most endangered terrestrial ecoregions. Mexico City: Cemex.
  4. van Lidth de Jeude, Th. W. (1922). "Snakes from Sumatra". Zoologische Mededelingen. Rijksmuseum van Natuurlijke Historie. 6 (19): 239–253. Retrieved 29 November 2009.
  5. Kottelat, M.; Whitten, T. (1996). Freshwater biodiversity in Asia, with special reference to fish. The World Bank Technical Paper No. 343. Washington, D.C.: The World Bank.
  6. Ancrenaz, M.; Gumal, M.; Marshall, A.; Meijaard, E.; Wich, S. A.; Hussons, S. J. (2016). "Pongo pygmaeus". IUCN Red List of Threatened Species. 2016: e.T17975A17966347.
  7. Roberts, T.S. (1993). The freshwater fishes of Java, as observed by Kuhl and van Hasselt in 1820–23. Leiden: Rijksmuseum van Natuurlijke Historie. PDF.
  8. Hellebrekers, W.Ph.J.; A. Hoogerwerf (1967). "A further contribution to our Oological knowledge of the Island of Java (Indonesia)". Zoologische Verhandelingen. Rijksmuseum van Natuurlijke Historie. 88 (1): 1–164. Retrieved 29 November 2009.
  9. Roberts, T.S. (1993). The freshwater fishes of Java, as observed by Kuhl and van Hasselt in 1820–23. Leiden: Rijksmuseum van Natuurlijke Historie. PDF.
  10. Severin, T. (1997). The Spice Island Voyage: In Search of Wallace. Great Britain: Abacus Travel. ISBN 0-349-11040-9.
  11. Rozendaal, F.G. (1984). "Notes on macroglossine bats from Sulawesi and the Moluccas, Indonesia, with the description of a new species of Syconycteris Matschie, 1899 from Halmahera (Mammalia: Megachiroptera)". Zoologische Mededelingen. 58: 187–212.
  12. Mees, G.F. (1986). "A list of the birds recorded from Bangka Island, Indonesia". Zoologische Verhandelingen. Rijksmuseum van Natuurlijke Historie. 232 (1): 1–176. Retrieved 29 November 2009.
  13. Mees, G.F. (2006). "The avifauna of Flores (Lesser Sunda Islands)". Zoologische Mededelingen. Rijksmuseum van Natuurlijke Historie. 80 (3): 1–261. Retrieved 29 November2009.
  14. Indonesian Ministry of Forestry, retrieved 2010-01-08