ცხვირა მაიმუნი
იერსახე
ცხვირა მაიმუნი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Nasalis larvatus | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||||||||||
|
ცხვირა მაიმუნი (Nasalis larvatus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 55-75 სმ, მასა 12-24 კგ აღწევს. აქვს ძალზე გრძელი ცხვირი (აქედან სახელწოდება), რომელიც უფრო განვითარებული აქვს მამალს. ცხვირა მაიმუნის ბეწვი ხშირია. თავი, მხრები, ზურგი და კიდურების ზედა ნაწილები აგურისფერ-წითელია, სხეულის დანარჩენი ნაწილები — მონაცისფრო. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანზე. ცხოვრობს ტყეში, მეხეური ცხოველია, იკვებება უმთავრესად ფოთლებით, ნაყოფით. კარგად ცურავს. ქმნის 20-მდე ინდივიდისაგან შემდგარ ხროს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ARKive - images and movies of the Proboscis monkey (Nasalis larvatus) დაარქივებული 2006-05-07 საიტზე Wayback Machine.
- Primate Info Net Nasalis Factsheets
- Save the Proboscis Monkeys დაარქივებული 2021-05-01 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 252.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: